გლდანის რაიონში, სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 მაისიდან ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტი შეიცვალა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თბილისის მერიის ცნობით, ქერჩის ქუჩიდან სანდრო ახმეტელის ქუჩის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი გახდა. შესაბამისად, იცვლება შემდეგი მარშრუტების გადაადგილების სქემა.
ავტობუსების ახალი მარშრუტები:
- N292
- N304
- N308
- N323
- N335
- N348
- N351
- N355
- N365
მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები:
- N486
- N512
- N517
- N518
აღნიშნული ტრანსპორტი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ქერჩის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს ფორე მოსულიშვილის ქუჩის გავლით.
,,თბილისის მერია ბოდიშს გიხდით სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის გამო!” – აღნიშნავს თბილისის მერია განცხადებაში.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია