შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოსამხრეთ აფრიკაში, ოქროს არალეგალური მაღაროდან სულ მცირე 78 ცხედარი ამოასვენეს

სამხრეთ აფრიკაში, ოქროს არალეგალური მაღაროდან სულ მცირე 78 ცხედარი ამოასვენეს

სულ მცირე 78 ცხედარი ამოასვენეს სამხრეთ აფრიკაში, ოქროს არალეგალური მაღაროდან, გადარჩენილია 166, რომლებსაც სისხლის სამართლის დანაშაულებში, მათ შორის არალეგალურ მიგრაციაში ედებათ ბრალი.

პოლიციამ მაღაროში თვეების განმავლობაში შეწყვიტა საკვებისა და წყლის მიწოდება, რასაც პროფკავშირები სახელმწიფოს მხრიდან “საშინელ” ზეწოლად აღწერენ იმ ადამიანებზე, რომლებიც საარსებო წყაროს მოპოვებას ცდილობენ.

სამხრეთ აფრიკის პოლიციის ეროვნული სპიკერის თქმით მათი მანდატი კრიმინალთან ბრძოლა იყო და ეს არის ზუსტად ის, რასაც აკეთებდნენ.

სამხრეთ აფრიკის უახლოეს ისტორიაში დაღუპულთა რიცხვი ამ შემთხვევას ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებლად აქცევს.

  ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ვულკანმა კლიუჩევსკაია-სობკამ ამოფრქვევა დაიწყო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი