ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდისამშვილდის სტრატეგიული მნიშვნელობა (სამხრეთიდან თბილისს იცავდა, ასევე მასზე გადიოდა სავაჭრო გზა), კარგად...

სამშვილდის სტრატეგიული მნიშვნელობა (სამხრეთიდან თბილისს იცავდა, ასევე მასზე გადიოდა სავაჭრო გზა), კარგად ესმოდათ მტრესაც და მოყვარეს

სამშვილდე გაშენებულია ორ მდინარეს (ჭივჭავი და ხრამი) შორის მოქცეულ მაღალ კონცხზე. ისტორიული წყაროების მიხედვით ძვ. წ. IV საუკუნეში ის უკვე განთქმული ქალაქი იყო.
სამშვილდეს სამი მხრიდან ციცაბო პლატო ერტყმის, მეოთხე მხარე ამ პლატოს გაგრძელებაა, ამიტომ იყო საჭირო მისი დაკეტვა, ამ მიზნით პლატოს მიუყვება 4-5 მეტრი, სისქის კედელი, რომელიც მომხდურთა დარტყმას ღებულობდა. ქალაქი ისე იყო მოწყობილი, რომ თუ მტერი პირველ კედელს აიღებდა მას შუა ქალაქში პლატოს მთელ სიგანეზე გადაშლილი ციტადელი დახვდებოდა, რომელიც გეგმით დიდი ზომის ოთკუთხედი იყო. ციტადელის სამი კედლის სისქე 2 მეტრს აღწევს, მეოთხე კი 6 მეტრის სისქისაა, მნიშვნელოვანია რომ ამ სისქის კედელი საქართველოში მხოლოდ სამშვილდეში გვხვდება.
“მშენებლებს კარგად გაუთვალისწინებიათ ციხის თავისებურება: რაკიღა მტერი დასავლეთიდან იყო მოსალოდნელი, კედელიც სწორედ ამ მხრიდან უნდა ყოფილიყო საიმედო. ამჟამად, კედელი დაზიანებულია, მისი სიგრძე 12 მეტრია. სავარაუდოდ ის კიდევ უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო და ასევე ქონგურებიანი. ვერც ერთი კედლის სანგრევი მანქანა ვერაფერს დააკლებდა, ამიტომაც მოაღწია ჩვენამდე. საინტერესოა, რომ კედლის ერთ ადგილს ეტყობა კედლის გამოთხრის უშედეგო ცდა.“
პარმენ ზაქარია – „საქართველოს ციხე- სიმაგრეები“
სამშვილდის ნაქალაქარს რამდენიმე ათეული ჰექტარი უკავია. დღემდე კარგად არის შემონახული ქალაქის საცხოვრებელი კვარტლების კვალი – ქუჩები, შესახვევები, აქა-იქ სასახლეების ნაშთები, რომელთა უმრავლესობა ორსართულიანი უნდა ყოფილიყო, იყო სამსართულიანებიც.
ნაქალაქარის ტერიტორიაზე სამი ეკლესია დგას, მათ შორის გარმოჩეული VIII საუკუნის გუმბათოვანი ტაძარია, სამშვილდის სიონი, რომლის ნანგრევები დღემდე იწვევს დამთვალიერებლის აღტაცებას.
სამშვილდის სტრატეგიული მნიშვნელობა (სამხრეთიდან თბილისს იცავდა, ასევე მასზე გადიოდა სავაჭრო გზა), კარგად ესმოდათ მტრესაც და მოყვარეს. 1110 წელს დავით აღმაშენებელმა სამშვილდე თურქებს წაართვა, ისტორიულ ცნობებს თუ დავუჯერებთ თურქებზე სამშვილდის დაკარგვამ ისე იმოქმედა, რომ რამდენიმე ციხე თავად დაცალეს და მიატოვეს თუმცა , ერთ დღესაც სულთანი სამშვილდის დაბრუნების მიზნით ჩუმად შემოიპარა, მისი „ვიზიტის“ შესახებ ნაჭარმაგევში მდგომმა დავითმა მაინც შეიტყო და საქართველოს მეფე თანმხლები რაზმით (1500 მეომარი) შეეგება მტერს, საღამოს ბრძოლის ველი ქართველებს დარჩათ.
XIII საუკუნეში მონღოლებმა “ჯერ ძლიერი და მაღალი ციხე სამშვილდე აიღეს და შემდეგ მოადგნენ თბილისს…“
1440 წელს, მას შემდეგ რაც საქართველოს მეფემ ალექსანდრე I-მა ყარაყოინლუს სულთანს – შაჰ ჯეჰანს ხარკის მიცემაზე უარი უთხრა, შავბატკნიანთა სულთანმა საქართველოს წინააღმდეგ საღვთო ომი გამოაცხადა და 20.000 ლაშქრით საქართველოში შემოიჭრა. 27 მარტს აღდგომა დღეს მან ალყა შემოარტყა სამშვილდეს და 50 დღის შემდეგ შიმშილით და წყურვილით შეწუხებული ქალაქი მოტყუებით აიღო.
1664 ქართველის თავებიდან შაჰ ჯეჰანმა სამშვილდის ციტადელთან მინარეთი ააგო და დანარჩენი 9.400 ტყვე თან იახლა და თბილისისკენ დაიძრა, ქალაქი ააოხრა და მიწასთან გაასწორა.
მას შემდეგ სამშვილდისთვის კიდევ ორი მეფე იბრძოდა. 1683 წელს სიმონ მეფემ სამშვილდე ბრძოლით დაიბრუნა. 1747 წელს კი, სამშვილდეში ერეკლე II გამოჩნდა და ქალაქში გამაგრებულ მეამბოხე აბდულ-ბეგს, შავი დღე გაუთენა.
26 თებერვალს ” მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” წევრები მონიტორონგის მოზნით სამშვილდეში იმყოფებოდნენ.ძეგლის მდგომარეობის შესახებ განცხადებას და ფოტო რეპორტაჟს ორშაბათს( 2 მარტს) გავავრცელებთ.
წყარო: მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის
  რომელ კონკურსზე მოხსნა დოდონა ნამორაძემ გრანპრის რეკორდი და რის გამო თქვა მან უცხოეთში წარმატებულ კარიერაზე უარი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.