სამედიცინო დაწესებულება „სასაფლაოდ“ აქცია – “დოქტორი სიკვდილი” – საფრანგეთში, ყოფილ ანესთეზიოლოგს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 30 პაციენტის განზრახ მოწამვლისთვის, რომელთაგან 12 გარდაიცვალა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საფრანგეთში სასამართლომ ყოფილ ანესთეზიოლოგს უვადო პატიმრობა მოიუსაჯეს. მას ბრალად ედებოდა 30 პაციენტის განზრახ მოწამვლა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, აღმოსავლეთ საფრანგეთში, ქალაქ ბეზანსონში გამართულ სასამართლო პროცესზე ფრედერიკ პეშიე დამნაშავედ ცნეს სამედიცინო ინფუზიური პაკეტების სპეციალურად დაბინძურებაში იმ ნივთიერებებით, რომლებიც გულის გაჩერებას ან ძლიერი სისხლდენის გამოწვევას იწვევდა.

მის მსხვერპლთა შორის ყველაზე პატარა ოთხი წლის ბავშვი იყო, რომელსაც 2016 წელს, ჩვეულებრივი ტონზილექტომიის დროს, გული ორჯერ გაუჩერდა. ყველაზე ასაკოვანი დაზარალებული კი 89 წლის პაციენტი აღმოჩნდა.

სასამართლო სხდომაზე პროკურორებმა მკაცრი შეფასება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ბრალდებულმა ექიმის პროფესია შელახა და სამედიცინო დაწესებულება „სასაფლაოდ“ აქცია, რის გამოც მას „დოქტორი სიკვდილი“ უწოდეს.

ფრედერიკ პეშიეს საქმიანობა სამართალდამცავების ყურადღების ცენტრში პირველად დაახლოებით რვა წლის წინ მოექცა. გამოძიების მიხედვით, ის 2008-დან 2017 წლამდე ბეზანსონის ორ კლინიკაში პაციენტების მოწამვლაში იყო ეჭვმიტანილი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სამედიცინო დაწესებულება „სასაფლაოდ“ აქცია – “დოქტორი სიკვდილი” – საფრანგეთში, ყოფილ ანესთეზიოლოგს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 30 პაციენტის განზრახ მოწამვლისთვის, რომელთაგან 12 გარდაიცვალა. 19 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სამედიცინო-დაწესებულება/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi