Სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქარველოს კათალიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია ΙΙ პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

„15:00 საათზე მოხდება გადასვენება, მანამდე კი, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სამებაში ამ სამგლოვიარო დღეებში, მოხერხდა და წირვის დროს იქნება დატოვებული ერთი მცირე კორიდორი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც უწყვეტად კვლავ შეეძლება მრევლს შემოსვლა და პატივის მიგება პატრიარქისთვის. ვიცი, რომ ინტერესი ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, შეზღუდვა იქნება იმაზე მეტი, ვიდრე წინა დღეებში იყო, თუმცა მთლად ჩაკეტილი არ იქნება შეეძლებათ, რომ შემოვიდნენ მსახურების დროს

გადასვენების პროცესში მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ იმ კორიდორის მიღმა დადგნენ მარჯვნივ, მარცხნივ.

იმ მარშრუტით, რომლითაც მოხდება გამოსვენება, სიონის საკათედრო ტაძრისკენ გაემართება პროცესია და მათ შეეძლებათ, რომ ასე მიაგონ საბოლოო გზაზე გზაზე პატრიარქს. დერეფნები მოწესრიგებული იქნება ჯებირებით“ [1 არხი] | განუცხადა ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ

🔴 ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. წირვას მიტროპოლიტი შიო მუჯირი სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). Სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქარველოს კათალიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია ΙΙ პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. 22 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სამების-საკათედრო-ტაძარ-3/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi