შაბათი, თებერვალი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასალომე გოგიაშვილი: „სერიალში მართლა საკუთარ თავს ვთამაშობ, ანუ რეალურად, როგორც თითქმის ყველა...

სალომე გოგიაშვილი: „სერიალში მართლა საკუთარ თავს ვთამაშობ, ანუ რეალურად, როგორც თითქმის ყველა ქართველ ქალს, მუდმივად უკმაყოფილო სახე მაქვს…“

სალომე გოგიაშვილს საზოგადოება ტელეწამყვანად იცნობდა, თუმცა მისთვის მსახიობის პროფესია ყოველთვის განსაკუთრებული იყო. წლების მერე, ახლა, სერიალში – „მარჯვენა სანაპირო” მონაწილეობს და ოცნების პროფესიაში პირველ ნაბიჯებს დგამს… სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „გზასთან“ ახალ როლზე საუბრობს.

– რა მეთოდი გამოიყენე, რომ შენი პერსონაჟისთვის გაგეგო?

– სიმართლე გითხრათ, დიდად არანაირი მეთოდი არ გამომიყენებია, რადგან მართლა საკუთარ თავს ვთამაშობ, ანუ რეალურად, როგორც თითქმის ყველა ქართველ ქალს, მუდმივად უკმაყოფილო სახე მაქვს – არ დალიო, იქ არ წახვიდე (იცინის)… ერთადერთი, რითაც ეს პერსონაჟი არ მგავს, ისაა, რომ მას კლუბური გართობა, დალევა, დროს ტარება უყვარს. უფრო არაოჯახური ტიპია. თავად კლუბი, დალევა არ მიყვარს. ერთადერთი, რაც განსხვავებული განვასახიერე, მთვრალი ნინუცას როლი იყო. ვერ ვიტყვი, ცხოვრებაში არ დამილევია-მეთქი, მაგრამ სულ ვცდილობ, ჩემი განსახიერებული როლი ხელოვნური არ იყოს, რაც ეკრანზე თავადაც მაღიზიანებს. არ ვიცი, რამდენად კარგად გამომდის, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანების – მსახიობების, გარშემო მყოფების შეფასება მოვისმინე. სულ მინდა, კრიტიკულად შემაფასონ – ჩემთვის ეს უფრო საინტერესოა, რათა ვიცოდე, რა გამოვასწორო… ჯერჯერობით, ყველა მეუბნება, – ამ როლში ჩვეულებრივად, შენ ხარო. ჩემთვის ეს შეფასება დამაკმაყოფილებელია. იმედია, ნელ-ნელა უფრო დავიხვეწები.

– ტელეწამყვანის გამოცდილებიდან რამე თუ დაგეხმარა?

– რა თქმა უნდა: როდესაც წლებია, კამერასთან მუშაობ, ფაქტობრივად, კომპლექსი აღარ გაქვს. ახალბედები სულ ჰყვებიან, – აი, როცა კამერა ჩაირთო, დავიძაბე, დავკომპლექსდი, ტექსტი დამავიწყდაო. ამის პრობლემა თავად მართლა არა მაქვს. ძალიან სასაცილო იყო, რომ პირველი სცენა პირველივე დუბლზე ჩავწერე. შემდეგ ყველა მსახიობს ვაშაყირებდი – ჩემგან ისწავლეთ-მეთქი. რა თქმა უნდა, მერე მსგავსი სიტუაცია აღარ განმეორებულა – ბევრი დუბლის ჩაწერა გვიწევს, მაგრამ ისეთი კარგი გუნდია, მათთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა. ფანტასტიკური, მეგობრული ხალხია… პანდემიის პერიოდში, როცა „ტიკტოკის” ბუმი იყო და მეც მაშინ დავიწყე ვიდეოების გადაღება, ამბიციის გარეშე ვამბობ, მაგრამ „ტიკტოკზე” კოსტიუმირებული ვიდეოების გადაღების იდეა პირველმა მე განვახორციელე – მართლა ჩანახატებივით გამოდიოდა. ვინც უყურებდა და მერე გარეთ მხვდებოდა, ყველა მადლობას მიხდიდა – რა მაგარია! ვიცინით, ვიდეოების გადაღება განაგრძე, არ გაჩერდეო. გარკვეული გულისტკენაც მქონდა: „ტიკტოკის” თემას დიდი გადაცემა მიეძღვნა. გადაცემაში მიწვევას არ ვხარბდები, პირიქით – ბოლო პერიოდში ტელეეკრანებზე არ ვჩნდები, რადგან ძალიან მომბეზრდა. ალბათ, ერთი და იმავე სახეების ყურება მაყურებელსაც მოჰბეზრდა. ვიფიქრე, მეც დავისვენებ და ისინიც-მეთქი. შესაბამისად, როცა გადაცემებში მეპატიჟებიან, უარს ვამბობ. როცა გარკვეული თემით პირველი ხარ, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებულ გადაცემაში არ გიწვევენ, მაგრამ იმასაც ხედავ, შენგან გადაღებული ვიდეოების ავტორებს უხმობენ, გული გწყდება და ფიქრობ – არ გამომდისო. სულ კონკურენცია, შური არსებობს, ვიღაცები “გბლოკავენ”… როცა რაღაც კარგად გამოგივა, იმის ნაცვლად, რომ ხელი გაგიმართონ, პირიქით გექცევიან. მერე მივხვდი, რომ „ტიკტოკის” გვერდი ჩემთვის გავაკეთე. გიორგი ჯაფარიძე ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც მითხრა, – რაზე ნერვიულობ? ყველა შენი ვიდეო ვნახე. როგორც რეჟისორისთვის, საინტერესო აღმოჩნდი და ვიცი, გარდასახვა როგორ შეგიძლია. მინდა ჩვენთან, სერიალში იყოო. ამან საკუთარი თავის იმხელა რწმენა მომცა, რომ ახლა მგონია, მეათე ფილმია, რომელშიც ვმონაწილეობ. ხელის წაკვრა ყველას სჭირდება, ნებისმიერი საქმე მარტივად რომ გააკეთოს. ალბათ, გიორგის მიერ ამ სერიალში ჩემი მიპატიჟება არასოდეს დამავიწყდება, რადგან მან ყველაზე მნიშვნელოვანი – ბავშვობის ოცნება ამიხდინა, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი მას. საერთოდ, არც ერთი ადამიანი არ მავიწყდება, ვინც ხელი გამიმართა, თუნდაც ერთწუთიანი სიხარული მომანიჭა. როგორც ცუდი არ მავიწყდება (სამწუხაროდ), ასევეა კარგიც…

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

20 February, 2025
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

თებერვალი 21, 2025
სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

თებერვალი 21, 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ვეგანური კვება -მოდური ტენდენცია თუ გონივრული არჩევანი? 

ვეგანური კვება -მოდური ტენდენცია თუ გონივრული არჩევანი? 

თებერვალი 22, 2025
ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი – მეგობრობა, რომელმაც დროს გაუძლო

ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი – მეგობრობა, რომელმაც დროს გაუძლო

თებერვალი 22, 2025
განათლების მომავალი: ციფრული სწავლების როლი

განათლების მომავალი: ციფრული სწავლების როლი

22 თებერვალი 2025
თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თებერვალი 21, 2025
თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თებერვალი 21, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი