სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებისაკმეველი შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ამარცხებს - სტრესს, ნევროზს, პანიკურ შეტევებსა და უძილობას

საკმეველი შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ამარცხებს – სტრესს, ნევროზს, პანიკურ შეტევებსა და უძილობას

იცოდით, რომ საკმეველს, სასიამოვნო სუნის ფრქვევის გარდა, განკურნება შეეძლო? ძველი საუკუნეებიდან მოყოლებული საკმევლის დახმარებით ინტენსიურად კურნავდნენ სნეულებს. ბიბლიაშიც ნათქვამია, თუ როგორ კარნახობდა უფალი მოსეს, რომ კეთილსურნელოვანი ფისის გაერთიანებით, სამკურნალო წამალს მიიღებდა.

საკმევლის სასიამოვნო სურნელი და არომატი ჩვენ სულიერი ტკივილის დამარცხებაში, სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნების მოპოვებაში გვეხმარება. გარდა ამისა, ეს სასიამოვნო სურნელი ჰაერში, წყალში და ჩვენს ორგანიზმში მიკრობებსა და მავნე ბაქტერიებს ანადგურებს.

***

საკმეველი, გუნდრუკი ანუ კეთილსურნელება ფართოდ გამოიყენება ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში. საკმევლის კმევა წარმოადგენდა ღვთის, როგორც უზენაესი არსების აღიარებასა და იმავდროულად, მისდამი მორჩილებისა და ერთგულების სიმბოლოს.

საკმეველი მიემსგავსება ლოცვას, რომელიც ღვთის საყდრამდე აღწევს. “წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკუმეველი, შენ წინაშე…” (ფს.140,2)

მღვდელი საკმევლის კმევისას ამბობს: “საკმეველსა შევსწირავთ შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, საყნოსელად სუნნელებისა სულიერისა, შეიწირე შენსა ზეცისა საკურთხეველსა და ნაცვლად გარდამოგვივლინე ჩვენ მადლი სულისა შენისა წმიდისა”. ანუ კეთილსურნელების შეწირვით უფლისაგან სულიწმინდისეული მადლის მონიჭებას ვითხოვთ. ამიტომაც, როდესაც სასულიერო პირი აკმევს მორწმუნეებს, უკანასკნელნი ღვთისადმი მორჩილების, ერთგულებისა და სულიწმინდის მადლის მიღების ნიშნად ქედს იხრიან.

საკმევლის დამზადების რეცეპტი, თავად უფალმა უკარნახა მოსეს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ  “უთხრა უფალმა მოსეს: აიღე სურნელებანი: შტახსი, ონიქსი, სურნელოვანი ხელბანა და სუფთა ლებონა, თანაბრად. დაამზადე მისგან სასაკმევლე ნაზავი მენელსაცხებელთა ხელოვნებით აზელილი, სუფთა, წმიდა”.

საკმევლის შემადგენლობაში შემავალ  ძირითად მასალას ფართოფოთლებიანი ხისგან – ბოსველიასგან აწარმოებენ, რომელიც არაბეთის სანაპიროებსა და აფრიკის მრავალ ქვეყანაში, ძირითადად კი სომალიში იზრდება. საკმევლის მწარმოებლები ფრთხილად კვეთენ ვოსველიას ქერქს, საიდანაც ნაზი, გამჭვირვალე და წებოვანი მასა გადმოედინება.

საკმევლის მარცვლები წვისას დამახასიათებელ ნაზ სურნელებას გამოყოფენ. ძირითადად საკმეველი სხვადასხვა მინარევების სახით გამოიყენება, რომელთაგან ჭარბობს მირონი, ბენზოლი და არომატული ნივთიერებები.

სუფთა ლებონა – სწორედ ეს არის გუნდრუკი, ფისი ძალიან იშვიათი ხის, Boswellia-სი, რომელიც არაბეთში იზრდება. შტახსი მურის ხის სურნელოვანი ნივთიერებაა. საკმეველი შეიცავს გუმფისს, ეთეროვან ზეთებს, მწვანე ნივთიერებებს. ნაწილობრივ იხსნება წყალსა და ორგანულ გამხსნელებში.

სურნელოვანი ხელბანა – ქოლგისებრთა ოჯახის მცენარის რძისებრი წვენის შედედებული გრანულებია, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური და შარდმდენი თვისებები. ონიქსი – წითელ ზღვაში ბინადარი, განსაკუთრებული ტიპის მოლუსკის ნიჟარის სარქველია, რომელიც დაფქულ მდგომარეობაში უძველესი დოიდან გამოიყენებოდა მედიცინაში. ნახეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი