გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული საზოგადოების თანასწორუფლებიანი დაცულობის ინდექსის მიხედვით საქართველომ შეფასების 100%-ანი სისტემით 84,9%-ი მიიღო და მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა.
თანასწორუფლებიანი დაცულობის ინდექსი იკვლევს, რამდენად ეფუძნება თანასწორობას სახელმწიფოს მიერ სოციალური ჯგუფების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. თანასწორი დაცვა ნიშნავს, რომ სახელმწიფო თანაბრად ანიჭებს და იცავს უფლებებსა და თავისუფლებებს სოციალურ ჯგუფებში. უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარი დაცვის მისაღწევად, სახელმწიფო თავად არ უნდა შექმნას უსამართლო პრივილეგიები და ასევე უნდა მიიღოს ზომები, რათა ერთი სოციალური ჯგუფის უფლებებსა და თავისუფლებებს საფრთხე არ შეექმნას სხვა ჯგუფის ან ინდივიდის ქმედებებით.
საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ნატოს ან/და ევროკავშირის წევრ 17 ქვეყანას, დიდი შვიდეულის 4 სახელმწიფოს და სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებს: ამერიკის შეერთებული შტატებს, კანადას, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ესპანეთს, პორტუგალიას, ლიეტუვას, ხორვატიას, საბერძნეთს, სლოვაკეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, უნგრეთს, თურქეთს, ისრაელს, სამხრეთ კორეას და ა.შ.
„დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე.
მისი სათავო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში.
პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონალური მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.
ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). საზოგადოების თანასწორუფლებიანი დაცულობით საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზეა და დიდი შვიდეულის 4 ქვეყანას უსწრებს. 2 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/საზოგადოების-თანასწორუფ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T01:46:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
