სოფლიდან ჩამოსული ბავშვი კაჟივითაა, – ამის შესახებ ექიმი ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე აცხადებს და განმარტავს, რატომაა არის სოფელი საუკეთესო ადგილი დასვენებისთვის.
„პირველი, დავიწყოთ საკვებით. ჩვენს საკვებში, ყოველდღიურად, ძალიან ბევრია ისეთი მავნე ნაერთები, როგორიცაა ნიტრიტები და ნიტრატები. სწორედ ეს ნივთიერებების არის უხშირესად ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევი, სოფლის საკვები კი, ყველაზე ნაკლებად შეიცავს ყველა იმ დანამატს, რომელიც გამოიყენება დღეს ინდუსტრიაში. ბავშვისთვის სოფელში დასვენება, საუკეთესოა.
მეორე, ეს არის სუფთა ჰაერი. ჰაერი, რომელიც დიდ ქალაქებშია, უბრალოდ ტოვებს უკეთესის სურვილს. ქალაქში ძალიან ბევრი მტვერია, დილით გახვალ აივანზე, გაიხედავ და მტვრის უზარმაზარი ფენა ჩანს, როგორ გინდა, ასეთ გარემოში ისუნთქო. აბა წარმოიდგინე ახლა ტყესთან ახლოს სოფელში, სადაც უამრავი ნაძვია და ეს ხეები გამოყოფენ სალბუტამოლის მსგავს ნივთიერებებს, რომლებიც პასუხისმგებელია სასუნთქი გზების სიჯანსაღეზე.
მესამე, ეს არის უზარმაზარი სივრცე სოფელში, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ფიზიკურ აქტივობაში. ამიტომაც არის, რომ სოფლიდან ჩამოსული ბავშვი კაჟივითაა.
სწორედ სოფელში გვაქვს ერთად ყოფნისთვის მეტი დრო, რაც ნამდვილად არაა მხოლოდ სიტყვები. ქალაქში ყველანი ვართ ან ტელეფონებთან ან ტელევიზორებთან. ეს სოფელში ნაკლებადაა და მეტი დრო რჩება ერთმანეთისთვის.
სუფთა წყალი სოფელში, არის არანორმალურად სუფთა. სოფლის შემთხვევაში გარემო ძალიან სუფთაა, დაბალია ტყვიის შემცველობა, რაც თავის მხრივ ახდენს ყველა იმ დაავადების პრევენციას, რომელსაც მაღალი ტყვია იწვევს“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). სად დავასვენოთ ბავშვი, რომ წლის განმავლობაში „კაჟივით“ იყოს. 26 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სად-დავასვენოთ-ბავშვი-რო/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T02:52:20+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
