ორშაბათი, ნოემბერი 24, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მინდვრის და ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით, მოგმართავთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ბუნებაში გადაადგილებისას, – ამის შესახებ აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში ნარჩუნდება უნალექო ამინდი, ტყისა და მინდვრის საფარი გამომშრალია, რაც ზრდის ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკს.

„მოგიწოდებთ, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი