კვირა, ნოემბერი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოსაგანგაშო დასკვნა! - როგორ შეამცირა პანდემიამ სიცოცხლის ხანგრძლივობა მოსახლეობაში

საგანგაშო დასკვნა! – როგორ შეამცირა პანდემიამ სიცოცხლის ხანგრძლივობა მოსახლეობაში

ერთ-ერთ სამედიცინო პოდკასტში, რომელიც კორონავირუსს ეხება, მედიცინის უფროსი რედაქტორები პანდემიის შემდეგ სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებაზე საუბრობენ. პოდკასტი „Scientific American“-ზე გამოქვეყნდა.

ჩანაწერში საუბარია იმაზე, თუ როგორ გამოიწვია კოვიდმა აშშ-ში სიცოცხლის ხანგრძლივობის შესამჩნევი შემცირება.

როგორც ტანია ლევისი ამბობს, 2019 წლიდან 2021 წლამდე ამერიკის მოსახლეობამ დაახლოებით 6,6 წელი დაკარგა.

„ამერიკელმა და ალასკის ადგილობრივმა მოსახლეობამ დაკარგა სულ 6,6 წელი 2019 წლიდან 2021 წლამდე. ესპანურმა მოსახლეობამ დაკარგა 4,2 წელი. არაესპანურმა შავკანიანმა მოსახლეობამ ოთხი წელი, თეთრმა მოსახლეობამ 2,4 წელი, ხოლო აზიის მოსახლეობამ 2,1 წელი დაკარგა. მონაცემები მომდინარეობს CDC-ის ჯანმრთელობის სტატისტიკის ეროვნული ცენტრიდან, რომელმაც ახლახან გამოაქვეყნა დროებითი მონაცემები 2021 წლისთვის“,- ამბობს ლევისი.

ამასთან, უფროსი რედაქტორი სხვა მიზეზებზეც საუბრობს, რამაც სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება გამოიწვია, თუმცა აქვე იმასაც ამატებს, რომ კოვიდმა ეს პროცესები საგრძნობლად დააჩქარა.

„გასული წლის განმავლობაში სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას ასევე ხელი შეუწყო გულის დაავადების, ღვიძლის ქრონიკული დაავადების და თვითმკვლელობით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ.

ეკონომისტებმა ასევე ყურადღება მიაქციეს ამ „სასოწარკვეთილების სიკვდილს“- სიკვდილიანობას ჭარბი დოზით, ალკოჰოლიზმითა და თვითმკვლელობით. ისინი პანდემიამდე ნელ-ნელა იზრდებოდა, თუმცა კოვიდმა ეს ტენდენცია დააჩქარა“,- ამბობს ტანია ლევისი.

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი