რუსული დრონი მოლდოვის ტერიტორიაზე დაეცა — მსხვერპლი არ არის

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში რუსული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა და ადგილზე აფეთქდა. ინციდენტი ნოვოანენსკის რაიონში, სოფელ ხირბოვეცის მახლობლად მოხდა, სადაც დრონი ღია მინდვრზე დაეცა.

აღსანიშნავია, რომ ეს სოფელი უკრაინის ოდესის ოლქის სასაზღვრო ზოლიდან სულ რაღაც 20 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს — რაც მიანიშნებს, რომ დრონი სავარაუდოდ უკრაინისკენ იყო მიმართული და მიზანს ვერ მიაღწია.

პოლიციამ გამთენიისას, ადგილობრივი დროით 05:40 საათზე მიიღო შეტყობინება. საწყისი გამოძიების მონაცემებით, ადამიანური მსხვერპლი ან დაშავება არ დაფიქსირებულა.

ამ ინციდენტის ფონზე, რეგიონში დაძაბულობა კიდევ ერთხელ გამწვავდა: რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული ახალი საჰაერო შეტევების გამო პოლონეთმაც გაააქტიურა სამხედრო ავიაცია და ჟეშუვისა და ლუბლინის საერთაშორისო აეროპორტები დროებით გახურა. შემდგომ ორივე ობიექტი ჩვეულებრივ რეჟიმში დაუბრუნდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

Sheni Ambebi News

წყარო: primetime.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). რუსული დრონი მოლდოვის ტერიტორიაზე დაეცა — მსხვერპლი არ არის. 30 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/რუსული-დრონი-მოლდოვის-ტე/

  სახლი თბილისში, რომელიც ღვინით აშენდა - „ამბობენ, კაკუნის ხმა დღემდე ისმისო...“
გაუზიარეთ ეს სტატია