ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„რომ ამბობენ, ციხეში სცემესო, ცოდვას ვერ დავიდებ... ვის რა დავაბრალო...“ - როგორ...

„რომ ამბობენ, ციხეში სცემესო, ცოდვას ვერ დავიდებ… ვის რა დავაბრალო…“ – როგორ ცხოვრობს ჯაბა ბოჯგუას დედა შვილის გარდაცვალების შემდეგ

13 მარტს ჯაბა ბოჯ­გუა 44 წლის გახ­დე­ბო­და. მომ­ღე­რა­ლი სამი წლის წინ, 12-წლი­ა­ნი კო­მის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. ჯა­ბას დედა, მა­ნა­ნა გვა­სა­ლია ავად­მყოფ შვილს, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვერ­დი­დან არ მოს­ცი­ლე­ბია.

მი­უ­ხე­და­ვად უმ­ძი­მე­სი დი­აგ­ნო­ზი­სა, თავ­გან­წი­რულ დე­დას იქამდე სჯე­რო­და, რომ შე­იძ­ლე­ბო­და ერთ დღეს ჯაბა გონ­ზე მო­სუ­ლი­ყო, ვიდ­რე მომ­ღერ­ლის ბე­ბია არ გარ­და­იც­ვა­ლა. ამ დღის შემ­დეგ, მომ­ღე­რალ­მა, რო­მე­ლიც წლე­ბი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, წო­ნა­ში კლე­ბა და­ი­წყო და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და.

ჯაბა ბოჯ­გუა ცი­ხე­ში ცუ­დად გახ­დო­მის შემ­დეგ, დე­დას­თან და მო­ხუც ბე­ბი­ას­თან ერ­თად, წლე­ბი ერ­თო­ა­თა­ხი­ან ნა­ქი­რა­ვებ სახ­ლში ცხოვ­რობ­და. მა­ნა­ნა გვა­სა­ლია ამ­ბობს, რომ 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­წოლ­ში არ სძი­ნე­ბია…

– ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, სამი წელი გა­ვი­და ჯა­ბას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან…

– ჯაბა 13 მარტს 44 წლის გახ­დე­ბო­და, ძა­ლი­ან მინ­და, მომ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა ეს დღე ჩემს შვილს მი­ვუ­ლო­ცო. მე ის ღმერ­თის დახ­მა­რე­ბით ვა­ცო­ცხლე, მე და დე­და­ჩემს დღე და ღამე არ გვე­ძი­ნა. მარ­თა­ლია, სამი წელი გა­ვი­და, რაც ჯაბა აღარ მყავს, მაგ­რამ ახ­ლაც ისე ვარ, წამ­ლებს ვსვამ, მაგ­რამ არ მე­ძი­ნე­ბა, ჩავ­რჩი იმ დრო­ში. ძა­ლი­ან მი­ჭირს, ჯან­მრთე­ლო­ბა შე­მერ­ყა. არ მიყ­ვარს ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი, არ ვა­წუ­ხებ გა­რეთ არა­ვის. ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მა მაქვს, მუხ­ლე­ბი, სახ­სრე­ბი ყვე­ლა­ფე­რი მტკი­ვა. ოღონდ ჯაბა ცო­ცხა­ლი იყოს და ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც მო­ვუვ­ლი­დი.

– რო­გორ ცხოვ­რობთ, რო­გორ გა­გაქვთ თავი?

– უფ­ლის წყა­ლო­ბით, ახ­ლო­ბელ­მა ბინა და­მით­მო და იქ ვცხოვ­რობ. ადრე გამ­გე­ო­ბა მეხ­მა­რე­ბო­და, ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ, ყუ­რა­დღე­ბა არ მო­უკ­ლი­ათ. რომ გი­თხრათ, რომ ვინ­მე პატ­რო­ნი მყავს, მა­კი­თხავს, ეგრე არ არის. ადრე სა­საფ­ლა­ო­ზე ყო­ველ­დღე დავ­დი­ო­დი, ახლა რაც ფე­ხე­ბის პრობ­ლე­მა მაქვს, ყვე­ლა მე­სა­მე დღეს დავ­დი­ვარ. რაც შე­მიძ­ლია ვა­კე­თებ დე­და­ჩე­მის­თვის და ჯა­ბას­თვის.

– ბე­ბია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პატ­რო­ნობ­და ჯა­ბას…

– მი­უ­ხე­და­ვად ასა­კი­სა, მარ­თლაც ასე იყო. მთე­ლი დღე გა­სუ­ლი იყო, ისევ ჯა­ბას გამო და შინ რომ მო­დი­ო­და, უბან­ში ძაღ­ლე­ბი ჰყავ­და და იმათ უვ­ლი­და. დღემ­დე ორი ძაღ­ლი მყავს შე­მორ­ჩე­ნი­ლი და მე ვუვ­ლი. იმ დღეს ბან­კში მი­დი­ო­და, მან­ქა­ნა რომ და­ე­ჯა­ხა. პო­ლი­ცია რომ გა­მო­ი­ძა­ხეს, გონ­ზე იყო და უთხრა, მძღო­ლის ბრა­ლი არ არის, ჩემი ბრა­ლია, ჩე­მით და­ვე­ცი მან­ქა­ნა­სო. ყვე­ლას უკ­ვირ­და, გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა და­მი­რე­კა და მე ასე­თი ქალ­ბა­ტო­ნი არ მი­ნა­ხავს, გვე­უბ­ნე­ბო­და, მძღოლს არა­ფე­რი უთხრათ, ჩემი ბრა­ლი­აო.

– რა­ტომ და­ი­ჭი­რეს ჯაბა, ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან რო­გორ ფიქ­რობთ, ვის აწყობ­და რე­ა­ლუ­რად მისი ცი­ხე­ში ყოფ­ნა?

– რა გი­თხრათ, ამ­ბო­ბენ, რომ მთავ­რო­ბამ გა­წი­რაო, მე ხელს ვერ და­ვა­დებ, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ეშ­ვათ ცი­ხი­დან, იმი­ტომ, რომ ჯაბა გუ­ლით ავად­მყო­ფი იყო. ვიდ­რე იქ მოხ­ვდე­ბო­და, გული ოთხჯერ ჰქონ­და გა­ჩე­რე­ბუ­ლი. მის და­კა­ვე­ბა­ში წვლი­ლი მი­უ­ძღვის ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც გა­რი­გე­ბა დადო პო­ლი­ცი­ას­თან. იმ ქა­ლის ქმა­რი, ვინც ჯა­ბას უჩივ­ლა, ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბა­ზე იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და 18 წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი. სა­ერ­თოდ, რო­დე­საც ვალი აქვს ადა­მი­ანს, ჯერ სახ­ლში მო­დი­ან, ითხო­ვენ თან­ხას, დროს და­უთ­ქვა­მენ და მერე ჩი­ვი­ან. ასე­თი რამ არ მომ­ხდა­რა. თან უნდა ნა­ხოთ, რა თან­ხა­ზე იყო ლა­პა­რა­კი. სა­ჩი­ვარ­ში ეწე­რა, რომ ჯა­ბას მი­უ­ტა­ნეს ბან­ბა­ნერ­კა, ტორ­ტი, რეს­ტო­რან­ში და­პა­ტი­ჟეს, ეს თან­ხე­ბი იყო შეკ­რე­ბი­ლი. ჯა­ბას უყ­ვარ­და სა­ჩუქ­რე­ბის ჩუ­ქე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ეგო­ნათ მი­ლი­ო­ნე­რი იყო და ფულს გა­ა­კე­თებ­დნენ.

სა­სა­მარ­თლო­ზე მო­რი­გე­ბა მინ­დო­და, რომ გი­რა­ო­თი გა­მო­ეშ­ვათ, მაგ­რამ თან­ხმო­ბა უნდა გა­ნე­ცხა­დე­ბი­ნა იმ ადა­მი­ანს, ვინც უჩივ­ლა, მაგ­რამ… ჯა­ბას­თვის დამ­ჭირ­და ცი­ხე­ში მა­მა­ოს შეყ­ვა­ნა, ახ­ლო­ბელ­მა მომ­ცა მო­ძღვრის ნო­მე­რი. წა­ვიყ­ვა­ნე და ცი­ხეს რომ ვუ­ახ­ლოვ­დე­ბო­დით, მკი­თხა, რა გვარ­თან მივ­დი­ვა­რო? ვუ­თხა­რი, რომ ბოჯ­გუ­ას­თან მივ­დი­ო­დით… რას ლა­პა­რა­კობთ, ჩემი სუ­ლი­ე­რი შვი­ლი ზის ცი­ხე­ში და იმ ოჯა­ხის­გან არის ჯაბა ცი­ხე­შიო. ვკი­თხე, ვიდ­რე ჯა­ბას და­ა­ჭე­რი­ნებ­და თქვენ­მა სუ­ლი­ერ­მა შვილ­მა, არ გკი­თხათ რჩე­ვა-მეთ­ქი? ხომ შე­გეძ­ლოთ, გეთ­ქვა, რომ არ ეჩივ­ლა და დაგ­ვლა­პა­რა­კე­ბო­დი-მეთ­ქი. – კი, რა­ღაც მი­თხრა, მაგ­რამ მე ვუ­თხა­რი, თქვენს საქ­მეს რო­გორც უხ­დე­ბა, ისე მო­ი­ქე­ცი­თო. სა­სა­მარ­თლო ვიდ­რე და­ი­წყე­ბო­და, ამ ქალს 30 ათა­სი ლარი გა­და­ვუ­ხა­დე, სხვა­ნა­ი­რად დარ­ბაზ­ში არ შე­დი­ო­და. რო­გორც კი ჯაბა და­ი­ჭი­რეს და ამათ ჩემ­გან თან­ხა აი­ღეს, 9 წლამ­დე ჩა­მო­უყ­ვა­ნეს იმ ქა­ლის ქმარს სას­ჯე­ლი.

– რამ­დე­ნი ხანი გა­ა­ტა­რა ცი­ხე­ში ჯა­ბამ, ვიდ­რე ცუ­დად გახ­დე­ბო­და?

– ოთხი თვე და შემ­დეგ მო­უხ­და ეს ამ­ბა­ვი. სულ მი­რე­კავ­და, ამ­ხა­ნა­გებ­საც ურე­კავ­და, ძა­ლი­ან უჭირ­და ჩა­კე­ტილ სივ­რცე­ში ყოფ­ნა. მაგ­რამ რომ ამ­ბო­ბენ, რომ ცი­ხე­ში ცე­მე­სო, ცოდ­ვას ვერ და­ვი­დებ. 12 წელი ისეთ ავად­მყოფ შვილს მო­ვუ­ა­რე, ვის რა და­ვაბ­რა­ლო. ჯაბა აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბას იყო მიჩ­ვე­უ­ლი და ვერ აი­ტა­ნა ჩა­კე­ტი­ლი სივ­რცე. ყო­ველ მე­ო­რე დღეს ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაჰ­ყავ­დათ. გი­რა­ო­თი ვერ უშ­ვებ­დნენ, რად­გან თაღ­ლი­თო­ბის მუხ­ლით იჯდა. სა­სა­მარ­თლოს დროს, გა­რი­გე­ბა­ზე წა­მო­ვი­და ის ქალი, მაგ­რამ 35 ათა­სი ლარი ვე­ღარ მო­ვაგ­რო­ვე, რომ ჩა­მე­რი­ცხა მის­თვის.

– რო­დე­საც გა­ი­გეთ, რომ ცუ­დად გახ­და, უკვე ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო?

– ჯა­ბას­თან რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში რომ შე­ვე­დი პირ­ვე­ლად, ის მა­მაო დამ­ხვდა, აინ­ტე­რე­სებ­და ჩვენ ხომ არ დავ­დგით ცუ­დად გახ­დო­მა, ჯაბა რომ ცი­ხი­დან გა­მოგ­ვეყ­ვა­ნა. მინ­დო­და, მერე მის­თვის მე­ჩივ­ლა… ცი­ხე­ზე რომ ცუ­დად გახ­და, დი­ლის ხუთ სა­ათ­ზე გა­და­უყ­ვა­ნი­ათ ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში, გზა­ში გული აუ­მუ­შა­ვეს, მაგ­რამ ტვი­ნი გა­ე­თი­შა. ცო­ცხალ-მკვდა­რი მი­იყ­ვა­ნეს ღუ­დუ­შა­ურ­ში და ასე იყო 12 წელი. მჯე­რა, გრძნობ­და, რომ ვუვ­ლი­დი. თა­ვი­დან იმე­დი მქონ­და, მაგ­რამ მერე დიდი ხანი რომ გა­ვი­და, მა­ინც ისე ვუვ­ლი­დი, რო­გორც პირ­ველ დღეს.

– სა­ზღვარ­გა­რეთ წაყ­ვა­ნა­ზე არ გი­ფიქ­რი­ათ?

– რა თქმა უნდა, ყვე­ლას შე­ვა­წუ­ხებ­დი, მაგ­რამ მი­თხრეს, აზრი არ აქვს, შე­იძ­ლე­ბა გზა­ში და­გე­ღუ­პო­სო. უჟანგბა­დო­ბით გა­გუ­დუ­ლი იყო ტვი­ნი. სახ­ლში რომ მყავ­და ეს 12 წელი, სა­უ­კე­თე­სო წამ­ლებს ვაძ­ლევ­დი, მაგ­რამ არა­ფერ­მა უშ­ვე­ლა. ჩვე­ნი ხალ­ხი და­მეხ­მა­რა ძა­ლი­ან, ემიგ­რან­ტე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა. ჯაბა ისე­თი ავად­მყო­ფი იყო, მას იმ­დე­ნი რამ სჭირ­დე­ბო­და, რაც არ უნდა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მქო­ნო­და, მარ­ტო ვერ ავუ­ვი­დო­დი.

– და­ღუპ­ვამ­დე რა შე­იც­ვა­ლა, ჯაბა ხომ მუდ­მი­ვად ცუ­დად იყო და რამე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ა­ტყეთ?

– ეს 12 წელი ხან­და­ხან აუ­წევ­და სი­ცხე და სა­ღა­მოს უკვე გა­უვ­ლი­და ხოლ­მე. ბოლო ერთი კვი­რა ისე ცუ­დად გა­მიხ­და, 40-41 ჰქონ­და სი­ცხე, რა არ გა­უ­კე­თეს ექი­მებ­მა, დაჯ­დო­მის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქონ­და, აპა­რა­ტით ვე­დე­ქი თავ­ზე. დამ­ხმა­რე არა­ვინ მყავ­და და ცოტა ხანი ჩა­მოვ­ჯე­ქი… 15 წუთი ჩა­მე­ძი­ნა. თვა­ლი რომ გა­ვა­ხი­ლე, ჯაბა უკვე აღარ იყო. ბო­ლოს უკვე ძა­ლი­ან გახ­და, ძვა­ლი და ტყა­ვი იყო, ნემსსაც ვე­ღარ ვუ­კე­თებ­დი.

– არა­ვინ კი­თხუ­ლობ­და ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან, არ გეხ­მა­რე­ბოდ­ნენ?

– არა, სამი თვე ღუ­დუ­შა­ურ­ში რომ იწვა, მო­დი­ოდ­ნენ, მაგ­რამ შემ­დეგ უმოქ­მე­დო რომ გახ­და ჯაბა, და­ი­კარ­გნენ… მაგ­რამ იყ­ვნენ ერ­თე­უ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან და­მეხ­მარ­ნენ, ვიდ­რე სული მიდ­გას, მათ­თვის ვი­ლო­ცებ, ესე­ნი იყ­ვნენ: თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე, და­თუ­ნა სირ­ბი­ლა­ძე, რო­მელ­მაც 1000 ლარი გა­მო­მიგ­ზავ­ნა, არა­და, ჯაბა და ის ახლო ნაც­ნო­ბე­ბიც არ ყო­ფი­ლან, ნატო გე­ლაშ­ვი­ლი, ნუკ­რი კა­პა­ნა­ძე და მისი ძმა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სა­ზღვარ­გა­რეთ არის, მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი გა­ა­კე­თა, ასე­ვე დათო არჩვა­ძეც და­მეხ­მა­რა. მაგ­რამ ვის­თა­ნაც ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, ისი­ნი არ გა­მო­ჩე­ნი­ლან. მეტ­საც გე­ტყვით, ჯა­ბას და ჰყავ­და, მა­მით ერ­თნი იყ­ვნენ, ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, ჩემ­მა შვილ­მა მო­ძებ­ნა და მის ოჯახ­შიც სულ და­დი­ო­და. ეს გო­გო­ნაც და­დი­ო­და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ისე მი­ხა­რო­და. მაგ­რამ რო­გორც სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მოვ­წე­რეთ, მას შემ­დეგ თვა­ლით არ მი­ნა­ხავს, არც და­საფ­ლა­ვე­ბის დღეს მო­სუ­ლა, რა მოხ­და არ ვიცი. უმოქ­მე­დო ადა­მი­ა­ნი აღა­რა­ვის სჭირ­დე­ბო­და…

– მისი სიმ­ღე­რე­ბი­დან თუ გაქვთ შე­მო­სა­ვა­ლი?

– სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ას­თან მაქვს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, ვიდ­რე ჯაბა ცო­ცხა­ლი იყო პე­რი­ო­დუ­ლად მე­რი­ცხე­ბო­და თან­ხა. რაც და­ი­ღუ­პა, ერთი თეთ­რი არ მი­მი­ღია. არც მო­მი­კი­თხავს, მო­მე­რი­და. მე არა­ვინ მე­კი­თხე­ბა, ისე მღე­რი­ან რეს­ტორ­ნებ­ში ჯა­ბას სიმ­ღე­რებს, ტე­ლე­ვი­ზი­ა­შიც მღე­რი­ან. ხომ შე­იძ­ლე­ბო­და ეკი­თხათ მა­ინც, მაგ­რამ არაფ­რად ჩამ­თვა­ლეს. გამ­წა­რე­ბუ­ლი დედა ვარ, სას­წა­უ­ლი გა­და­ვი­ტა­ნე. ასე­თი ცოდ­ვა არა­ვინ უნდა და­ი­დოს, კი­თხვას რაღა უდ­გას წინ…

ჯაბა ისე­თი გემ­რი­ე­ლი შვი­ლი იყო, მი­სით ვცო­ცხლობ­დი, რა დრო­საც არ უნდა მო­სუ­ლი­ყო, ბე­ბი­ას ჩაჰ­კოც­ნი­და ლო­გინ­ში, მერე მე მი­კოც­ნი­და ხე­ლებს.

– 12 წელი სას­წა­უ­ლი შე­ძე­ლით…

– ჯა­ბამ თურ­ქე­თი­დან სა­ვარ­ძე­ლი ჩა­მო­მი­ტა­ნა და ის მქონ­და შვი­ლის სა­წოლ­თან მიდ­გმუ­ლი და ისე ვუვ­ლი­დი. არც მე­ძი­ნა, სა­ხე­ზე ფე­რით ვა­კონ­ტრო­ლებ­დი, სუნ­თქვას ვუს­მენ­დი და მა­შინ­ვე ფეხ­ზე ვი­ყა­ვი. ექი­მე­ბი რომ მო­დი­ოდ­ნენ, უკ­ვირ­დათ, ამ­დე­ნი ხნის მწო­ლი­ა­რეა და ოთახ­ში სუნი არ დგას, რო­გო­რი მოვ­ლი­ლია, ამას რო­გორ ახერ­ხებთ ქალ­ბა­ტო­ნო, ეს გაგ­ვიმ­ხე­ლეო…

ჩვენ ქი­რით ვცხოვ­რობ­დით ერ­თო­თა­ხი­ან სახ­ლში, მე, დე­და­ჩე­მი და ჩემი ჯაბა. მჯე­რო­და სას­წა­უ­ლის, რომ ერთ დღე­საც ჩემი შვი­ლი გონ­ზე მო­ვი­დო­და, მაგ­რამ ბოლო ერთი წელი დე­და­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ჯაბა ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა, იქამ­დე კი­დევ იმე­დი მქონ­და. დედა რომ და­ი­ღუ­პა, სხვა­გან ვერ და­ვას­ვე­ნებ­დი, ჯა­ბას­თვის ხომ უნდა მი­მე­ხე­და და ის ერთი ოთა­ხი გა­დავ­ტიხ­რეთ და მიც­ვა­ლე­ბუ­ლი სახ­ლში გვეს­ვე­ნა. ის პე­რი­ო­დი თით­ქოს გრძნობ­და ჯაბა და სულ ოფლი ას­ხამ­და, ბორ­გავ­და, როცა მისი საყ­ვა­რე­ლი ბე­ბია აღარ იყო… იმის შემ­დეგ, რო­გორც გი­თხა­რით, უა­რე­სად გახ­და. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

ნოემბერი 26, 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი