პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებირომელ ნეგატიურ მოვლენებზე მიუთითებს გაჩერებული საათი

რომელ ნეგატიურ მოვლენებზე მიუთითებს გაჩერებული საათი

საზოგადოებაში საათის გაჩერება ცუდის მიმანიშნებელ ცრურწმენად არის დამკვიდრებული. ითვლება, რომ საათი ადამიანის სიცოცხლის დროს ზომავს. უბედურების ასაცილებლად, კი სხვადასხვა ზომების მიღებაა საჭირო.

ზოგადად, გაჩერებული, მხოლოდ ნეგატივზე მიუთითებს. მაგალითად, კედლის საათის გაჩერება სახლის მცხოვრებლებისთვის საშიშროებასთან ასოცირდება. აუცილებლად საყურადღებოა, თუ რა ვითარებასა და დროში ჩერდება თქვენი საათი. რეკომენდაცია ვრცელდება როგორც კედლის, ასევე მაჯის საათზეც.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ რა დროს გაჩერდა თქვენი მაჯის საათი:

  • კვირის დასაწყისში საათის გაჩერება ასოცირდება სამსახურებრივ წარუმატებლობლობასთან;
  • თუ თქვენი საათი დილის საათებში მუშაობას შეწყვეტს, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ის ჯანმრთელობის პრობლემებზე მიუთითებს;
  • ითვლება, რომ მოგზაურობის დროს საათის გაჩერება გზაზე მომხდარ უბედურებას ნიშნავს;
  • რაც შეეხება მნიშვნელოვანი მოვლენის წინ გაჩერებულ საათს, ის საქმეში პრობლემების გაჩენასთან ასოცირდება.

კიდევ ერთი გავრცელებული მოსაზრებით, თუ მაჯის საათი მუშაობას წყვეტს, ადამიანი უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორ ატარებს ის დროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ამას არასწორად აკეთებს და დიდ ყურადღებას აქცევს უმნიშვნელო დეტალებსა და არასაჭირო მიზნებს.

თუ თქვენი საათი გაჩერდა, ის მის მფლობელს მნიშვნელოვან გაფრთხილებას აძლევს, რადგან მის ცხოვრებაში შეიძლება რაიმე მოხდეს. ეს მოვლენა კი შეიძლება ადამიანის ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახოს, რის გამოც ჯობს მან დაგეგმილი საქმეები გადადოს. სიტუაციიდან გამომდინარე, საათის გაჩერების შემთხვევაში საჭიროა გადაიხედოს მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც მომავალში შეიძლება მოხდეს, გადამოწმდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამუშაოსთან დაკავშირებული საკითხები დავლდებულებები. ნებისმიერ შემთხვევაში, საათის გაჩერების ფენომები გამაფრთხილებელ ხასიათს ატარებს და მისი იგნორირება არ არის რეკომენდირებული.

  ხელოვნების სასახლე თბილისში — ქართული კულტურის ცოცხალი მუზეუმი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი