შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემარომელი ქუჩები უნდა გაიაროს ტრამვაიმ, რომლის აღდგენასაც კახა კალაძე გვპირდება

რომელი ქუჩები უნდა გაიაროს ტრამვაიმ, რომლის აღდგენასაც კახა კალაძე გვპირდება

თბილისის მერი კახა კალაძე თვითმმართველობის არჩევნებამდე მოსახლეობას პირობას აძლევს, რომ დედაქალაქში ტრამვაი დაბრუნდება. “საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად განხორციელდება ტრამვაის პროექტი. ქალაქში პირველად აშენდება თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ტრამვაის ხაზი, რომელიც დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ “დიდუბესთან” დააკავშირებს”.რაც შეეხება უშუალოდ ტრამვაის ხაზს, მერის ინფორმაციით, ის 7,5-კილომეტრიანი იქნება, 11 გაჩერებით.„შედეგად, ტრამვაი დიღმის დასახლებაში გაზრდილი მგზავრნაკადის უსაფრთხო, კომფორტულ და სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს, შეამსუბუქებს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებზე დატვირთვას, განტვირთავს საცობებს, გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას. ტრამვაი ინტეგრირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებულ ქსელში. პროექტით, ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზი გაივლის მირიან მეფის ქუჩას, აღმაშენებლის ხეივანს, გრიგოლ რობაქიძის გამზირს, გადაკვეთს შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდს და საბოლოო გაჩერება მეტროსადგურ “დიდუბესთან” ექნება”.

საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ თბილისში ტრამვაი 2006 წელს, გიგი უგულავას მერობის დროს გაუქმდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2017 წელს, მერიის ტრანსპორტის სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მიწისზედა მეტროს ან ტრამვაის პროექტი პერსპექტიული იყო და აქცენტს უფრო მეტროს მშენებლობაზე აკეთებდა. ეს თემა პერიოდულად აქტიურდებოდა. მაგალითად, 2018 წლის არჩევნების დროს კახა კალაძე აცხადებდა, რომ დაგეგმილი იყო მიწისზედა მეტროს მშენებლობა სამგორიდან აეროპორტისა და ლილოს მიმართულებით და მშენებლობა 2019 წლის ბოლოსთვის უნდა დაწყებულიყო. ამასთან, იგეგმებოდა 8 ახალი მეტროსადგურის მშენებლობაც, რომელიც ექსპლუატაციაში 2021-2022 წლებში ეტაპობრივად შევიდოდა, თუმცა…

– რელსიანი სატრანსპორტო საშუალებები კარგია და საჭიროა ისეთ ქალაქებში, როგორიც თბილისია, მაგრამ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს – ამაზე მუშაობა მასობრივად უნდა მიდიოდეს. ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ გაკეთდება, როგორი კვეთები ექნება. გზის სავალ ნაწილებს თუ გამოიყენებენ და გზას, ანუ კერძო ტრანსპორტისა და ავტობუსების სივრცეს შეზღუდავენ, დიდი პლუსი ვერ იქნება. ტრამვაის დამოუკიდებელი გზა უნდა ჰქონდეს. მაგალითად, უნდა გადიოდეს შუა სივრცეში, როგორც იყო ადრე მოსკოვის გამზირზე ან სანზონაში – ისეთი სივრცე იყო გამოყენებული, სადაც სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობდა… განაგრძეთ კითხვა…

  თბილისში 50-ზე მეტი შადრევანი ამოქმედდა — გაეცანით ახალ ლოკაციებსაც

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი