შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიო„როიტერი“ - აშშ-მა მცირე პაუზის შემდეგ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება განაახლა

„როიტერი“ – აშშ-მა მცირე პაუზის შემდეგ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება განაახლა

„როიტერის“ ცნობით, აშშ-მა მცირე პაუზის შემდეგ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება განაახლა. სააგენტო იუწყება, რომ იარაღის მიწოდება განახლდა მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა გაიწვია თავდაპირველი გადაწყვეტილება უკრაინისთვის ყველა სახის დახმარების შეწყვეტის შესახებ.

„როიტერი“ წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ვერ თანხმდებიან, რა მასშტაბით უნდა გააგრძელოს აშშ-მა კიევის სამხედრო მხარდაჭერა. თეთრ სახლში ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, მმართველობის ბოლო თვეებში დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გადაცემა დაამტკიცა უკრაინისთვის.

დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნები შემდეგ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების არცერთი პაკეტი არ გამოცხადებულა.

  მსოფლიოს ულამაზესი ქალები: ვინ არიან ისინი?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი