სამშაბათი, აპრილი 8, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისიროდის გაუმართლებს ზოდიაქოს ნიშნებს ყველაზე მატად - პროგნოზი ყველა ნიშნისთვის

როდის გაუმართლებს ზოდიაქოს ნიშნებს ყველაზე მატად – პროგნოზი ყველა ნიშნისთვის

ეს ჰოროსკოპი შესაძლებლობას იძლევა გაიგოთ, რომელია თქვენი წარმატებული დრო დღე-ღამის განმავლობაში.

ბუნებაში არის განსაკუთრებული დრო, როდესაც თითოეული ადამიანი გამოირჩევა განსაკუთრებული შრომისუნარიანობითა და პროდუქტიულობით. თუ გინდათ, მეტად წარმატებული იყოთ, გაიგეთ თქვენი წარმატების საათები. ამის გაგება კი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით არის შესაძლებელი.

ვერძი

ვერძისთვის პროდუქტიულობის პიკი ღამის საათებზე მოდის. ამ დროს ისინი ყველაზე კარგად აზროვნებენ, იმახსოვრებენ ბევრ ინფორმაციას ან გენიალურ იდეები მოსდით თავში. ცეცხლის სტიქია მათ ავსებს ენერგიით და დილის 5 საათამდე აქტიურობაში ეხმარება. ეს პერიოდი ხელსაყრელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

კურო

საუკეთესო დრო ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის დღის საათებია. ისინი ადრე დგებიან და თითქმის ყოველთვის მხნედ არიან. მათი კომუნიკაბელურობა მაღალ დონეზეა და ეს პერიოდი საღამოს 19 საათამდე გრძელდება. მათ მიერ დღის განმავლობაში დადებული გარიგებები და ხელშეკრულებები კარგ შედეგს იძლევა. ასევე დღისით დანიშნული პაემანი წარმატების შანსს ზრდის.

ტყუპი

ორბუნებოვან ნიშანს ბუნებამ წარმატებებისთვის დღის მეორე ნახევარი უბოძა. გემრიელი სადილის შემდეგ მათთვის მეორე სუნთქვა იხსნება, გრძნობენ ძალების მოზღვავებას. შეუძლიათ მთების გადადგმა, უამრავი სამუშაოს გაკეთება, ასევე იღბლიანი იქნება ამ პერიოდში საქმიანი მივლინებების შედეგი. მათთვის საუკეთესო დროა 12-დან 17 საათამდე პერიოდი.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის საუკეთესო თავიანთი ვალდებულებების შესასრულებლად დილისა და საღამოს საათებია. მათი ქარიზმა ამ პერიოდებში ძლიერდება და ადამიანები უფრო ადვილად იჯერებენ მათ ნათქვამს. დილის 10 საათამდე ამ ნიშნის წარმომადგენლების დარწმუნების უნარი უმაღლეს დონეზეა. 21 საათის შემდეგ კი მშვიდობისმყოფელის როლს ირგებენ და სწრაფად პოულობენ გადაწყვეტილებებს ყველა მნიშვნელოვანი საქმისთვის.

ლომი

12-დან 15 საათამდე ლომებს შეუძლიათ მონოტონური სამუშაოს შესრულება. ამ პერიოდში გრძნობენ ძალების მოზღვავებას, უჩნდებათ განწყობა სხვადასხვა საქმის გასაკეთებლად. ამიტომ ისინი ცდილობენ, სწრაფად და ხარისხიანად გაუმკლავდნენ ამ ყველაფერს, რომ შემდეგ ბევრად უფრო სასარგებლო და საჭირო საქმე გააკეთონ. შუაღამისას შეუძლიათ სასარგებლო ინფორმაციის გაცნობა, სრულყოფაზე მუშაობა ან ხვალინდელი დღის სტრატეგიის შემუშავება.

  ეს გზავნილი დიდად შეცვლის მათ ცხოვრებას - ვისზე როგორ იმოქმედებს მთვარის დაბნელება სექტემბერში

ქალწული

დილის 8 საათიდან ქალწულების მოტივაცია მაღალ დონეზეა. მათი შრომისუნარიანობა საშუალებას იძლევა, შეასრულონ ნებისმიერი სამუშაო. ბუნებით სტრესის მიმართ მდგრადობის უნარი მათ საშუალებას აძლევს, გაუმკლავდნენ ნებისმიერ გადაუჭრელ პრობლემას და გააკონტროლონ საკითხების მიმდინარეობა.

სასწორი

მათი სამუშაოს პროდუქტიულობა დღის 12 საათიდან იწყება და გვიან ღამემდე შეიძლება გაგრძელდეს. შუადღემდე შეუძლიათ, იძინონ, ძალები მოაგროვონ, სამაგიეროდ, მზად არიან ღამით თავდაუზოგავად იმუშაონ

მორიელი

დღის 12 საათამდე მორიელებს შეუძლიათ ყველა მნიშვნელოვანი საქმის გადაწყვეტა, გეგმის შედგენა უახლოესი მომავლისთვის. შუადღის შემდეგ მათ ცოტა ხანი სჭირდებათ დასვენებისა და კონცენტრირებისთვის. მცირე დასვენების შემდეგ კვლავ ერთვებიან საქმიანობაში და მაქსიმუმ 21 საათამდე შრომისუნარიანობას ინარჩუნებენ. ადრე იძინებენ, სამაგიეროდ, ადრე დგებიან და მზად არიან საქმიანობისთვის.

მშვილდოსანი

დილის 6 საათიდან 15 საათამდე მშვილდოსნებს მუშაობისთვის ყველაზე შესაფერისი დრო აქვთ. ეს მათ ხელს არ უშლის, დრო საკუთარ პერსონას დაუთმონ. ამ პერიოდში ისინი განვითარების ახალ მეთოდებზე ზრუნავენ. ყველაფერს, რასაც ისინი ამ პერიოდში აკეთებენ, სარგებელი მოაქვს.

თხის რქა

მზის პირველივე სხივებიდან ამ ნიშნის წარმომადგენლებს საოცარი აქტიურობა უჩნდება და ამით სხვების დამუხტვასაც ცდილობენ. მზის ჩასვლამდე მზად არიან, უამრავი საქმე გააკეთონ. დილის 5 საათიდან ღამის 21 საათამდე აქტიურობის პიკი აქვთ, ამის გამო ავიწყდებათ, რომ არსებობს დასვენება. ამიტომ თხის რქები იმდენად იფიტებიან დღის ბოლოს, რომ თავს დათრგუნულად გრძნობენ.

მერწყული

მერწყულებს გამჭრიახობის დრო სადილის შემდეგ ეწყებათ. იწყებენ საკუთარი იდეების წამოყენებას, გეგმების შედგენას და სტრატეგიების აწყობას. იზრდება მათი ენამახვილობაც, ამიტომ ხდებიან ბევრად საინტერესო და მომხიბლავი. მათი აქტიურობა ასე 22-23 საათამდე გრძელდება. შემდეგ იწყებენ ძალების აღდგენას და დილისთვის უკვე ახალი განწყობით არიან მზად მუშაობისთვის.

თევზები

ამ ნიშნის წარმომადგენლები არაფერს გააკეთებენ, სანამ მთელი დღის დეტალურ გეგმას არ შეადგენენ. დილის 10 საათიდან საღამოს 20 საათამდე მათთვის საუკეთესო დროა საოჯახო საქმეების, მნიშვნელოვანი ღონისძიებების ორგანიზებისა და შეხვედრების ჩატარებისთვის. დატვირთული გრაფიკის შემდეგ ძალების აღდგენას დიდხანს უნდებიან, ხანდახან შუადღემდე ატარებენ საწოლში.

  სახლში არსებული რომელი ნივთები იწვევს სიღარიბეს
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

აპრილი 7, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი