სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბებიროდესაც ბავშვს დაბალი მშობლები ჰყავს, შესაძლებელია თუ არა, სამედიცინო ჩარევით სიმაღლეში მომატება

როდესაც ბავშვს დაბალი მშობლები ჰყავს, შესაძლებელია თუ არა, სამედიცინო ჩარევით სიმაღლეში მომატება

მაღალი, პროპორციული სხეული ყველას იზიდავს. რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა, რა ახდენს გავლენას ადამიანის ზრდა-განვითარებასა და სხეულის ფორმირებაზე? ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, ენდოკრინოლოგი ეკატერინე კვარაცხელია.

– როდესაც ბავშვს დაბალი მშობლები ჰყავს, შესაძლებელია თუ არა, სამედიცინო ჩარევით სიმაღლეში ზრდის სტიმულირება მოვახდინოთ?

– იდიოპათიური და ოჯახური ტანდაბლობის შემთხვევებში სამედიცინო ჩარევა უეფექტოა და არც რეკომენდებული გახლავთ.

– როგორ ხდება ბავშვის ზრდა-განვითარება ასაკობრივად და რა ფაქტორები ახდენს ამაზე გავლენას?

– ბავშვის ზრდა-განვითარება ძალზე რთული დინამიკური პროცესია. იგი ორი უმნიშვნელოვანესი პერიოდისგან შედგება. ერთი საშვილოსნოსშიდა განვითარების პერიოდია, ხოლო მეორე – დაბადების შემდგომი ანუ პოსტნატალური. დაბადებამდე და დაბადების შემდგომ სხვადასხვა ფაქტორი სხვადასხვა ხარისხით მოქმედებს: ემბრიონის, ხოლო შემდგომ – ნაყოფის ზრდა-განვითარება უპირატესად კვებით ფაქტორზეა დამოკიდებული – იმ ნივთიერებებზე, რომლებიც დედის ორგანიზმიდან ნაყოფს პლაცენტის საშუალებით მიეწოდება. შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანია ამ პერიოდში ჰორმონული ფაქტორი, კერძოდ, ზრდის ჰორმონის სეკრეცია. დაბადებისას არსებული წონა და სიგრძე საშვილოსნოსშიდა გარემოს ადეკვატურობას ასახავს. ახალშობილის ზომებს ძალიან სუსტი დამოკიდებულება აქვს სიმაღლის საბოლოო მაჩვენებლებთან. დაბადების შემდგომი პერიოდი მოიცავს ჩვილობის, ბავშვობისა და სქესობრივი მომწიფების ფაზებს. 2 წლამდე ზრდასა და განვითარებაში ისევ კვებითი ფაქტორი, ინსულინი და ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორები (I და II) ასრულებენ უდიდეს როლს. ჰორმონულ ფაქტორზე (ზრდის ჰორმონზე) ეს პროცესები მაინცდამაინც არც ამ პერიოდშია დამოკიდებული. 2 წლისთვის ბავშვის სიმაღლის მაჩვენებელი გენეტიკურად განკუთვნილ განვითარების ხაზს – ცენტილს აღწევს. ამ ასაკისთვის მიღწეულია სიმაღლის საბოლოო მაჩვენებლის დაახლოებით ნახევარი. 2-დან დაახლოებით 12 წლამდე, სქესობრივი მომწიფების დაწყებამდე, ზრდა-განვითარება ძლიერ არის დამოკიდებული ჰორმონულ ფაქტორზე, მათ შორის – ზრდის, სომატოტროპულ და ფარისებრი ჯირკვლის, თირეოიდულ ჰორმონებზე. ჯანმრთელი ბავშვი მიჰყვება მისთვის გენეტიკურად განკუთვნილ სიმაღლის მრუდს და 95%-იანი ალბათობით აღწევს მშობლების საშუალო სიმაღლეს, სტანდარტული გადახრის (+8,5სმ) ფარგლებში. მომდევნო ანუ სქესობრივი მომწიფების პერიოდში სასქესო ჰორმონების გავლენით ზრდის ტემპი ჩქარდება. ძალზე მნიშვნელოვანია, როდის დაიწყება და როგორი ინტენსივობითა და ტემპით გაგრძელდება ეს ფაზა. ამ დროს შესამჩნევად იცვლება სხეულის ზომები, პროპორციები, აგებულება, ხდება ცხიმის გადანაწილება გოგონებში – გინოიდური, ხოლო ვაჟებში – ვისცერული ტიპით, ყალიბდება ქალისა და მამაკაცის მეორეული სასქესო ნიშნები.

– როდემდე გრძელდება ზრდა?
– გოგონებში – 15-16 წლამდე, ვაჟებში – 17-18-მდე. ამ ასაკამდე შეიძლება ბავშვს დავეხმაროთ და ზრდის სტიმულაცია მოვახდინოთ. ოღონდ გაითვალისწინეთ: ლაპარაკია არა საპასპორტო, არამედ ძვლოვან ასაკზე, რომლის დადგენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია ხელის მტევნის რენტგენოგრაფია.

– შესაძლებელია თუ არა სიმაღლის პროგნოზირება?

– ბავშვის საბოლოოო სიმაღლე ბევრად არის დამოკიდებული მშობლების სიმაღლეზე, რომლის მიხედვითაც გამოითვლება სამიზნე სიმაღლე. მიაღწევს თუ არა ბავშვი სამიზნე მაჩვენებელს, ამის პროგნოზირება შესაძლებელია. არსებობს პროგნოზირების სხვადასხვა მეთოდი. მათი უმრავლესობა ბავშვის აქტუალურ სიმაღლეს, საპასპორტო და ძვლოვან ასაკს ეფუძნება. მათი სიზუსტე მით უფრო მეტია, რაც უფრო მეტია ძვლოვანი ასაკი. ნახეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი