ოთხშაბათი, ოქტომბერი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიროგორ უწინასწარმეტყველა უშვილობა მამა გაბრიელმა მცხეთელ ბიჭს - "ახლა მაინც მაპატიე-მეთქი..."

როგორ უწინასწარმეტყველა უშვილობა მამა გაბრიელმა მცხეთელ ბიჭს – “ახლა მაინც მაპატიე-მეთქი…”

მამა გაბრიელზე უამრავი სასწაული გაქვთ გაგონილი, მოსმენილი თუ წაკითხული. მათ შორის, არის ერთ-ერთი ისტორია, რომელიც პირველად, შესაძლოა, ახლა გაიგოთ. “საუბრები მამა გაბრიელზე” – ეს არის გადაცემათა ციკლი ჩვენი დროის უდიდეს წმინდა მამაზე, სადაც მცხეთელმა რაულ ვოლნისტიმ, მამა გაბრიელთან თავისი ურთიერთობის შესახებ სამი წლის წინ ისაუბრა. (სრული ინტერვიუს ნახვა შეგიძლიათ აქ დაწკაპუნებით)

რაულ ვოლნისტი მაშინ 18-19 წლის იყო, როდესაც მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში ბერი გაბრიელი გაიცნო. იმ დროს, ვერც კი წარმოედგინა, რომ მის წინ წმინდანი მეტყველებდა, რჩევა-დარიგებასა და აწმყოსა თუ მომავლის წინასწარმეტყველებას, სწორედ უდიდესი წმინდა მამისგან იღებდა.

გთავაზობთ ამონარიდს მისი ინტერვიუდან.

რაულ (რაფაელ) ვოლნისტი: მე მცხეთელი ვარ. იმ დროს სტიქაროსანი გახლდით. პირველად როდესაც მამა გაბრიელი ვნახე და მას მივუახლოვდი, რამდენჯერმე შემომხედა და გაიხედა. ვფიქრობდი, ნეტა, როგორ მიმიღებს მამაო, რაზე ვისაუბრებთ-მეთქი. ამ ფიქრებში ვარ და უცებ ამბობს – ჰო, მე ბევრს ვგონივარ გიჟი.

დრო გადიოდა, ახსნა არ მაქვს, რატომ მივდიოდი მასთან. რაღაცას მივყავდი, თან მეშინოდა და თან სიხარულიც მქონდა მასთან ურთიერთობის. მაგრამ მაშინ სასწაულებად ვერ აღვიქვამდი ყველაფერ იმას, რასაც ის სჩადიოდა, მეგონა რაღაცები ემთხვეოდა. არ ვიყავი სულიერად ისე, რომ მისთვის ისე შემეხედა, როგორც ღვთისგან მოვლენილისთვის. მან ჩემს ცხოვრებაში მოახდინა სასწაულები, რომელიც მე შემდგომში, მისი გარდაცვალების შემდეგ გავაანალიზე.

ეს ამბავი ჩემი, მამა გაბრიელის და უფლის წინაშე იყო საიდუმლო. უკვე ჩავთვალე, რომ ამაზე ხმამაღლა საუბრის დრო მოვიდა.

ათი წელია დაოჯახებული ვარ, შვილი არ გვყავს… ამ თემაზე, მამა გაბრიელი, წინდაწინ, დაოჯახებამდე მესაუბრებოდა, რომელიც მე იმ მომენტში ძალიან მეუხერხულებოდა. ის, რაც ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს მოხდა, იყო განჭვრეტა ჩემი მომავლის.

იმ დღეს მამა გაბრიელის მარჯვნივ ვიჯექი, მისი მარჯვენა ხელი ფეხზე მედო და ვეფერებოდი. მასთან გოგონა და ბიჭია სტუმრად და მამაო მათ ესაუბრება. უცებ მათთან წყვეტს საუბარს, გადმომხედავს და მეკითხება, გიყვარვარ? როგორ არა, მამაო-მეთქი, ვუპასუხე. გააგრძელა საუბარი. ასე მოიქცა სამჯერ – გაჩერდა და მართლა გიყვარვარო, მკითხა. მერე გაწყვიტა მათთან საუბარი, დაემშვიდობა. მე და შენ კელიაში შევიდეთო, მითხრა. შევედით. მამაო წამოწვა, თავთან დამიჯექიო. სამ-ოთხ წუთში მეუბნება: სწორად გამიგე, შენი მამაკაცური ყოფიერების რაც არის, ის ხელში უნდა დამაჭერინო. ვერ მივხვდი, რაზე მელაპარაკება. გაიმეორა. არ ვიცი, რა ვქნა, ძალიან შემრცხვა. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი. ვერ მივხვდი, ამას რატომ ითხოვდა. მესამედაც მითხრა, თან დასძინა, ეს შენი მომავლისთვის აუცილებელიაო. ვერ გავბედე… შემხედა, რომ ცუდ დღეში ჩავვარდი და მეუბნება, შენ მომავალში ძალიან დიდ პრობლემებში აღმოჩნდებიო. ადექი და პირდაპირ სახლში წადი, მზად როცა იქნები მოხვალ ჩემთანო. უხმოდ, დაუმშვიდობებლად გამოვედი კელიიდან. ცუდად არ მაფიქრებინა უფალმა და ეს ამბავი აქამდეც შემანახინა.

  „მაინტერესებს რა ხდება მთის თავში…ბავშობიდან ვცდილობ სიღარიბეს თავი დავაღწიო“ – ნათია ბერიძე

გავიდა დრო და მე შვილი არ მომეცა… ყურში მამა გაბრიელის ხმა მქონდა, შენ მომავალში დიდი პრობლემები გექნებაო… პროფესორები მოვიარეთ, დასკვნა ვერ გამოჰქონდათ, საიდან მოდიოდა ჩემი პრობლემა. ზუსტი პასუხი არ ჰქონდათ. თუ რამე სასწაული არსებობს, ღმერთისგან უნდა მოხდესო…

მამა გაბრიელის საფლავთან მივდიოდი და სულ ვეუბნებოდი, მამაო, როგორი მართალი ყოფილხარ და რატომ არ დაგიჯერე, ეს ხომ წამიერად მოხდებოდა შენი მადლიანი ხელით-მეთქი. ვუჩოქებდი და პატიებას ვთხოვდი იმისთვის, რომ არ დავემორჩილე… გემუდარები, ახლა მაინც მაპატიე-მეთქი… სრულად

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი