ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაროგორ უნდა გაიგოს პირმა ჩამორთმეული მართვის უფლება აღუდგა თუ არა

როგორ უნდა გაიგოს პირმა ჩამორთმეული მართვის უფლება აღუდგა თუ არა

30 ათასზე მეტ მოქალაქეს, რომელთაც ავტომობილის მართვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ, მისი აღდგენა ერთჯერადად შეეძლებათ. პარლამენტმა მართვის მოწმობებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები დაჩქარებული პროცედურით განიხილა და სრული მხარდაჭერით მიიღო.

მიღებული გადაწყვეტილებით, სამართლებრივი შეღავათი შეეხება იმ პირებს, ვისაც მართვის უფლება შეჩერებული ჰქონდა 2025 წლის 16 დეკემბრამდე. საუბარია იმ შემთხვევებზე, როდესაც სანქცია დაკისრებული იყო ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის დატოვების, ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვის, ასევე ქულათა სისტემით განსაზღვრული ლიმიტის ამოწურვის გამო.

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია 2026 წლის 1 თებერვლამდე განათავსოს შსს-ის ოფიციალურ პლატფორმაზე — publicdecisions.police.ge.

მართვის უფლების აღდგენის სტატუსის გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ ორი გზით:

  • პირადი ნომრისა და პასპორტის ან პირადობის მოწმობის ნომრის მითითებით;

  • პირადი ნომრისა და საჯარიმო ქვითრის, ოქმის ან დადგენილების ნომრის გამოყენებით.

ამასთან, მოქალაქეებს ეკისრებათ ვალდებულება, სატრანსპორტო საშუალება მართონ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოფიციალურ ვებგვერდზე დარწმუნდებიან, რომ მათი მართვის უფლება რეალურად აღდგენილია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  იუსტიციის სახლი ჩვეულ რეჟიმში, შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი