ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაროგორ ულოცავენ ერთმანეთს ახალ წელს სხვადასხვა ენასა და ქვეყანაში

როგორ ულოცავენ ერთმანეთს ახალ წელს სხვადასხვა ენასა და ქვეყანაში

პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)

მსოფლიო ქვეყნებში ახალი წლის დღესასწაულს სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ.
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ თუ წლის პირველ დღეს სუფრა უხვი იქნება, მთელი წლის განმავლობაში ოჯახს არაფერი მოაკლდება. საახალწლო სუფრას ძირითადად ეროვნული კერძები ამშვენებს.

~საახალწლო და საშობაო დღეები თითქმის ყველა ქვეყანაში განსაკუთრებულად აღინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ ხალხის ტრადიციები და წეს-ჩვეულებები ერთმანეთისგან განსხვავდება, ერთ რამეში ყველა ერთიანდება — ერთმანეთისთვის ახალი წლის მილოცბა. ზოგ ქვეყანაში მილოცვებს ახალი წლის დადგომისთანავე ამბობენ, ზოგან — ყოველი შეხვედრისას, ან სადღესასწაულო ბარათებითა და წერილებით აგზავნიან.

როგორ ულოცავენ ერთმანეთს ახალ წელს სხვადასხვა ენასა და ქვეყანაში:

გერმანია

ერთმანეთს ,,ფროეს ნოეს იარი“ (გერმ. Prosit Neujahr) ულოცავენ. ბავშვები თაფლის ნამცხვარს მიირთმევენ და ფანჯრის რაფაზე თეფშებს აწყობენ, რათა ვაინახტსმანმა (გერმანელი თოვლის ბაბუა) მათზე საჩუქრები დააწყოს.

საფრანგეთი

ყველანი პერ-ნოელის (ფრანგი თოვლის ბაბუა) გამოჩენას ელოდებიან. ამ დროს სუფრასთან საახალწლო მილოცვა: ,,ბონნე ანე“ (ფრანგ. Bonne Annee) ისმის და ყველა ტრადიციულ პაშტეტებს აგემოვნებს.

იტალია

სადღესასწაულო სუფრასთან კი იტალიელები ერთმანეთს ,,ფელიკე ანო ნუოვოს“(იტალ. Felice Anno Nuovo) უსურვებენ. როცა საათი 12-ს შემოკრავს იტალიელები ყველა ძველ ნივთს ფანჯრიდან ისვრიან. მათ ჯერათ, რომ ამგვარად ისინი უარყოფითისგან თავისუფლდებიან.

ესპანეთი

ბავშვები ფანჯრებთან წინდებს იმისათვის კიდებენ, რომ ოლენტცერმა (თოვლის ბაბუა ესპანეთში) მათში სათამაშოები ჩააწყოს. სახლებში ისმის მილოცვა: „ფელიზ ანო ნუევო“ (ესპ.Feliz Año Nuevo).

დიდი ბრიტანეთი

ინგლისელები ერთმანეთს მთელ მსოფლიოში ცნობილი სიტყვებით „ჰეფი ნიუ იარ“ (ინგლ. Happy New Year) ულოცავენ.

ირლადია

ახალი წლის ღამეს სახლის კარს ღიას იმიტომ ტოვებენ, რომ ყველა მსურველმა შემოსვლა შეძლოს. სტუმარს მოსვლისთანავე საახალწლო სუფრასთან სვამენ, რომელიც ტრადიციული კერძებითა და უამრავი ტკბილეულითაა სავსე. საახალწლო საჩუქრებს ბავშვები ბალიშის ქვეშ პოულობენ, რომლებიც მათთვის ირლანდიელ თოვლის ბაბუას, დაიდის მოაქვს. სუფრასთან კი მისალოცი სიტყვები ისმის, რომლებიც შემდეგნაირად ჟღერს: „ნოლლაინგ შონა დხუიტ!“ (ირლ. Nollaig Shona Duit).

  „შვილმა დედა პირველად 13 წლის რომ იყო, მაშინ დამიძახა, 7 წლის უნახავი რომ ჩამოვიყვანე, ვერ ვიცანი, მე დედა ვარ? “ - ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი

ბულგარეთი

ბულგარეთში ტრადიციული საახალწლო ატრიბუტი შინდის ჩხირებია. ტრადიციის მიხედვით, ადამიანები ერთმანეთს მათი საშუალებით ეხებიან და „შტესტინა ნოვა გოდინას“ უსურვებენ.

პოლონეთი

მოსახლეობა ქუჩებში გამოდის და სახალხო ღონისძიებებს მართავენ. ყველგან ისმის მილოცვა: „სკზესლივეგო ნოვოგო როკუ“ (პოლ.Szczęśliwego Nowego Roku). პოლონელ თოვლის ბაბუას წმინდა მიკოლაი ქვია.

საბერძნეთი

ტრადიციის მიხედვით, ოჯახის უფროსი შუაღამით გარეთ უნდა გამოვიდეს და კედელს ბროწეულის ნაყოფი ესროლოს. თუ წითელი მარცვლები მიმოიფანტება, ახალი წელი ოჯახისთვის ბედნიერი იქნება. საახალწლო სუფრასთან ყოველი სადღეგრძელოს შემდეგ ერთმანეთს „კენოურიოს ჩრონოს“ (ბერძ.Kenourios Chronos) უსურვებენ.

ბრაზილია

ბრაზილიელები ახალ წელს ოკეანესთან ხვდებიან. მოსახლეობის უმრავლესობა ახალი წლის ღამეს სანაპიროზე იკრიბება და ერთმანეთს „ფელიზ ანო ნოვო“ (ბრაზ. Feliz Ano Novo) უსურვებს.

ინდოეთი

ახალი წელი სხვადასხვა დროს აღინიშნება. ინდოეთის ყველა რეგიონში მოსახლეობა ამ დღესასწაულს თავისებურად ხვდება. ინდოელებს თავიანთი თოვლის ბაბუა არ ყავთ, თუმცა მისნაცვლად ძღვენს სიმდიდრის ქალღმერთს – ლაკშმის წირავენ. თუმცა ყველა რეგიონში ადამიანები ერთმანეთს აუცილებლად „შუბხ ნაია ბარას“ უსურვებენ.

ჩინეთი

ახალი წელი მხოლოდ ახალი მთვარის პერიოდში აღინიშნება. ამ დღეს ყველა ქუჩაზე სადღესასწაულო პროცესიები იმართება. წარმოთქვამენ „ვო აი ნი“.

იაპონია

იაპონელები ახალ წელს ტრადიციულად 31 იანვარს აღნიშნავენ. ახალ წელს იაპონელები ერთმანეთს „კურისუმასუ ომედეტო“ უსურვებენ.

  • ალბანური – Gëzuar Vitin e Ri (გლზუარ ვიტინ ე რი)
  • არაბული – Antum Salimoun (ანტუმ სალიმოუნ)
  • სომხური – Shnorhavor Nor Tari(შენორაავორ ნორ დარი)
  • ივრითი – L’Shannah Tovah Tikatevu (ლი შანნა ტოვა ტიკატევუ)
  • ინდონეზიური – Selamat Tahun Baru (სელამატ ტახუნ ბარუ)
  • მაკედონური – Srecna Nova Godina (სკეკნა ნოვა მეტუ)
  • ნორვეგიული – Godt Nytt Ar (გოდტ ნოტტერი)
  • პორტუგალიური – Feliz Ano Novo (ფელიზ ანო ნოვო)
  • რუმინული – An Nou Fericit (ან ნოუ ფერიკიტ)
  • თურქული – Yeni Yiliniz Kutlu Olsun (იენი იილინიზ კუტლუ ოლსუნ)
  • შვედური – Gott nytt аr (გოტ ნიტ ერ)
  • ესპერანტო – Felican Novan Jaron (ფელიკან ნოვან იარონ)
  სადგურის მოედანზე სახლის ჩამონგრევას, სავარაუდოდ, მსხვერპლი მოჰყვა - საცხოვრებელი შენობის ფასადი ჩამოინგრა

პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი