პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიროგორ მოქმედებს მარხვა ჯანმრთელობაზე

როგორ მოქმედებს მარხვა ჯანმრთელობაზე

მარხვა არის გარკვეული დღეების ან დროის პერიოდში ზოგიერთი საკვებისგან სრულად ან ნაწილობრივ თავშეკავება, რაც ბევრ რელიგიაში გავრცელებული პრაქტიკაა. ბერძენი მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის კვების შეზღუდვა დამოკიდებულია კვირის დღეებზე და წლის პერიოდზე. მათ, ზოგადად, ურჩევენ თავი შეიკავონ ხორცის, თევზის, კვერცხის, რძის, რძის პროდუქტების და ზეითუნის ზეთის მიღებისგან ოთხშაბათს და პარასკევს და დაიცვან ვეგეტარიანული კვების რეჟიმი შობის მარხვის (შობამდე 40 დღე), დიდი მარხვის (აღდგომამდე 48 დღე) და მარიამობის მარხვის (15 დღე) უმეტეს დღეებში. თესალიის უნივერსიტეტის პროფესორი, ათანასიოს ციამურტასი საინფორმაციო სააგენტო „ათენი-მაკედონიასთან“ (AMNA) საუბრისას ამბობს, რომ ბერძნული მართლმადიდებლური მარხვის ეფექტზე ჩატარეებული კვლევები საკმაოდ მწირია, მაგრამ გარკვეული ინფორმაცია მაინც არსებობს.

არსებული მონაცემების თანახმად, აღდგომის წინა 48-დღიანი მარხვა იწვევს წონის კლებას და სისხლის შრატში ლიპიდების დონის გაუმჯობესებას, კერძოდ – დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ე.წ. „ცუდი“ ქოლესტერინი“) დონის შემცირებას და ანტიოქსიდანტური შესაძლებლობების გაზრდას. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ბერძენ მართლმადიდებელ ბერებში ლიპიდების დონე უფრო უკეთესი იყო მარხვის კვირის განმავლობაში (ბზობის კვირიდან აღდგომის კვირამდე), ვიდრე ჩვეულებრივი კვების კვირის დროს (სულთმოფენობის კვირის შემდეგ). თესალიის უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მეცნიერების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა მნიშვნელოვანი ცვლილებები სხეულის სტრუქტურასა და კარდიომეტაბოლურ ჯანმრთელობაში იმ ადამიანებში, რომლებიც ვნების კვირის განმავლობაში მარხულობდნენ. კერძოდ, პროფესორმა ციამურტასმა დააფიქსირა სხეულის წონის 0.5 კგ-ით და სხეულის ცხიმის საფარის 1%-ით შემცირება. გარდა ამისა, მარხვამ გამოიწვია უზმოზე გლუკოზის, საერთო ქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის შემცირება 5 მგ/დლ-ით (მილიგრამი/დეცილიტრზე), 23 მგ/დლ-ით და 12 მგ/დლ-ით, შესაბამისად. საკვები ცილებისა და ნაჯერი ცხიმების მიღება შემცირდა 19%-ით, ხოლო ნახშირწყლების მოხმარება გაიზარდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღდგომიდან ერთი კვირის შემდეგ, როდესაც მარხვა დასრულდა, სხეულის კომპოზიციის, უზმოზე გლუკოზის, საერთო ქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ცვლილებები მარხვამდელ დონეს მალევე დაუბრუნდა.

  7 რჩევა, როგორ გახდეს „უხილავი თანამშრომელი“ შესამჩნევი

პროფესორ ციამურტასის განმარტებით, მარხვა ნიშნავს კვების რაციონის შეზღუდვის ისეთ მოდელზე გადასვლას, რომელიც გულისხმობს კვების ერთი ან მეტი კომპონენტის შემცირებას, თუმცა, ამით კალორიების მიღების მაჩვენებელი ოდნავ იკლებს ან ზოგჯერ საერთოდ არ მცირდება. მარხვის დროს კვების რაციონში შეტანილი ცვლილებებით შეიძლება აიხსნას ბერძნული მართლმადიდებლური მარხვის სასარგებლო ეფექტი ისეთ კარდიომეტაბოლურ რისკ-ფაქტორებზე, როგორიცაა სხეულის შემადგენლობის მარკერები (წონა, სხეულის მასის ინდექსი, ცხიმის პროცენტი), სისხლში გლუკოზის მაჩვენებელი, აგრეთვე საერთო და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ქოლესტერინი) დონე.

გარდა ამისა, მარხვის შემდეგ დაფიქსირებული ცილების შემცირებული მოხმარება, შესაძლოა, დადებითად აისახოს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ვინაიდან მარხვა მცენარეულ კვებაზეა დაფუძნებული, შესაძლებელია, რომ ბოსტნეულსა და ხილში არსებულმა საკვებმა ნივთიერებებმა, მათ შორის ანტიოქსიდანტებმა და ფიტოქიმიურმა ნივთიერებებმა, ასევე დადებითი გავლენა იქონიოს ჯანმრთელობაზე. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მარხვის კარდიომეტაბოლური სარგებელი მარხვის დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ ქრება. „შესაბამისად, რეკომენდებულია, რომ ადამიანებმა სხვა დროსაც შეინარჩუნონ მცენარეული კვების რაციონი, რადგან კვლევების მიხედვით, ამას შეუძლია გააუმჯობესოს ისეთი კარდიომეტაბოლური მარკერები, როგორიცაა სხეულის წონა და ენდოთელური ფუნქცია“, -დასძენს პროფესორი ციამურტასი.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.