როგორ დაიკლო ნინო ჩხეიძემ ერთ თვეში 6 კილოგრამი

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ნინო ჩხეიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ თავის მოვლის თემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში მხოლოდ დღეში ერთხელ მიირთმევს: „ამოვიღე შაქარი და ცომს საერთოდ არ ვჭამ. ვსვამ უშაქრო ყავას და ჩაის. ჩემს შემთხვევაში ამან ყველაზე მეტად გაამართლა და შედეგიანი აღმოჩნდა. ჩემი დღეში ერთჯერადი კვების ძირითადი მენიუა წიწიბურა, კვერცხი და ერთი ნაჭერი ყველი. როცა მომშივდება, მაშინ ვჭამ და ერთ თვეში 6 კილო დავიკელი. რასაკვირველია, არავის მოვუწოდებ მსგავს კვებას და ალბათ, არც სწორია, მაგრამ ჩემმა ორგანიზმმა ახლა ასე მომთხოვა…“

ამავე ინტერვიუში მომღერალი ამბობს, რომ წლების მატებასთან ერთად საკუთარი თავი უფრო მოსწონს:

„რაც წლები მემატება, უფრო და უფრო მომწონს ჩემი თავი და გარეგნობა, ვერ ვიტყვი, ოცი წლის ასაკში უფრო კარგი სახის კანი მქონდა, ვიდრე ახლა-მეთქი. ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ სახის მასაჟი საოცრად მოქმედებს კანზე და დადებითი შედეგები აქვს. ბოლო წელია, ვიკეთებ და ძალიან კმაყოფილი ვარ.

ერთადერთი, რასაც ვნანობ, ისაა, რომ წლების წინ გავიკეთე ტუჩი, უფრო სწორად, მოვხვდი სპეციალისტთან, რომელმაც გადაწყვიტა, რომ რატომღაც მჭირდებოდა ტუჩის გადიდება და გამიკეთა ბიოპოლიმერი. დღემდე მაქვს და ძალიან არ მომწონს. ეს ჩემი არჩევანი არ იყო, ეს იყო არაპროფესიონალის არჩევანი. ეს პრეპარატი არ გაიწოვება, ქირურგიულად ხდება მისი ამოღება, რაც საკმაოდ რთულია. თავს ვიდანაშაულებ, რომ ვენდე, სუსტად მოვიქეცი და მივეცი ექიმს ჩემზე ექსპერიმენტის გაკეთების უფლება…“… განაგრძეთ კითხვა

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). როგორ დაიკლო ნინო ჩხეიძემ ერთ თვეში 6 კილოგრამი. 5 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/როგორ-დაიკლო-ნინო-ჩხეიძე/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T23:36:41+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi