ორშაბათი, ივლისი 8, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიროგორ გიხსნით საკუთარ თავზე ზრუნვა დეპრესიისა და მელანქოლიისგან

როგორ გიხსნით საკუთარ თავზე ზრუნვა დეპრესიისა და მელანქოლიისგან

ადამიანების თითქმის ნახევარი აღნიშნავს შემოდგომაზე ძალისა და განწყობის დაკარგვას. ჩვენ გეტყვით, თუ როგორ გამოიყენოთ ბედნიერების ფილოსოფია “ჰუგე”, რათა იპოვოთ სიმშვიდის კუნძული ყოველდღიურ აურზაურში.

სკანდინავიის ქვეყნების მაცხოვრებლები უფრო მგრძნობიარენი არიან სეზონური დეპრესიის მიმართ, თუმცა სოციალური კვლევის მიხედვით, შვედები და დანიელები პლანეტის ყველაზე ბედნიერ ადამიანებად ითვლებიან. რა არის მათი საიდუმლო? სკანდინავიის ქვეყნებში დღის სინათლე ზამთარში გრძელდება არაუმეტეს 6 საათისა.

უამრავი ვარიანტის მოსინჯვის შემდეგ, დანიელები და შვედები თვლიან, რომ მათ იპოვეს ბედნიერების რეცეპტი. “ჰუგე” ერთგვარი ცხოვრების ფილოსოფიაა, რომელიც შედგება რამდენიმე მარტივი წესისგან. თუ მათ მიჰყვებით, წლის ყველაზე რთულ დროსაც კი არ მოწყენთ.

“ჰუგე” არის მყუდრო ბედნიერება. “ჰუგეს” ცხოვრების ფილოსოფია გვასწავლის, რომ უნდა იყოთ უფრო კეთილგანწყობილი საკუთარი თავის მიმართ, დრო გაატაროთ მნიშვნელოვნად, გემოვნებით, დააფასოთ ყოველი წუთი, შეეცადოთ გარშემორტყმული იყოთ მყუდრო ნივთებით, მისცეთ საკუთარ თავს უფლება მცირე სისუსტეებზე, დატკბეთ სრულიად მარტივი ნივთებით. ეს ხელს უწყობს მელანქოლიის და დეპრესიის დაძლევას.

შექმენით თქვენს ირგვლივ მყუდრო ატმოსფერო და ასევე გააკეთეთ ისეთი რამ, რაც სიხარულს მოგანიჭებთ. მაგალითად, ვახშამი ოჯახთან ერთად, უგემრიელესი ღვეზელი, თბილი აბაზანა სანთლებით, ან უბრალოდ საღამო გადასაფარებლის ქვეშ კარგი წიგნით და ცხელი ჩაით. ყოველთვის შეგიძლიათ გამონახოთ დრო, რომ ცოტა შეანელოთ რეჟიმი და საკუთარ თავს უფლება მისცეთ დატკბეთ უმოქმედობის პერიოდით.

“ჰუგეს” ძირითადი პრინციპები:

  1. შექმენით მყუდრო ატმოსფერო იმ ადგილებში, სადაც დიდ დროს ატარებთ – სახლში, ოფისში, მანქანაში.
  2. მოამზადეთ მხოლოდ თქვენი საყვარელი კერძები და ისიამოვნეთ მათი მომზადების პროცესით.
  3. შეარჩიეთ კომფორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი და ნუ ადევნებთ თვალყურს მოდის ტენდენციებს.
  4. ყოველდღე გამონახეთ დრო თქვენი საყვარელი აქტივობებისთვის და გატაცებებისთვის – წაიკითხეთ წიგნი, ააწყეთ პაზლი, მოქარგეთ სურათი.
  5. უფრო ხშირად ეწვიეთ საყვარელ ადამიანებს და მოაწყვეთ წვეულებები სახლში, რათა მეტი დრო გაატაროთ კარგ საზოგადოებაში.
  6. იპოვე პატარა სიხარული ყოველ დღე და დაიწყე მათი ტკბობა – ყვავილების სუნი, ცხელი აბაზანა რთული დღის შემდეგ, არომატული ჩაი ლამაზ ფინჯანში.
  7. უარი თქვით ციფრულ ტექნოლოგიებზე. მათი ცხოვრებიდან მთლიანად ამოღება შეუძლებელია, მაგრამ მათი შემცირება ყოველთვის შესაძლებელია. შეწყვიტეთ უმიზნოდ სქროლვა სოციალურ მედიაში, გაუთავებელი სატელევიზიო შოუების ყურება და უცნობებთან კამათი ჩატის ოთახებში. ამის ნაცვლად, ესაუბრეთ რეალურ ადამიანებს, გაისეირნეთ ტყეში ან დახატეთ ნახატი.

სულიერი სიმშვიდე, სახლის კომფორტი და ნაცნობი კედლები – ეს არის “ჰუგეს” სივრცე.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

7 July, 2024
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ივლისი 6, 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

ივლისი 7, 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

7 ივლისი 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები

მსოფლიოს უცნაური სახლები

7 ივლისი 2024
გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

ივლისი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი