კვირა, თებერვალი 1, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაროგორ გავარჩიოთ გრიპი ჩვეულებრივი გაციებისგან და რა საგანგაშო სიმპტომების გამოვლენისას უნდა მივმართოთ...

როგორ გავარჩიოთ გრიპი ჩვეულებრივი გაციებისგან და რა საგანგაშო სიმპტომების გამოვლენისას უნდა მივმართოთ ექიმს

სოციალურ ქსელში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ინგა მამუჩიშვილი წერს და საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს.

„როდესაც პაციენტს ცხვირიდან გამონადენი, წამოხველება, ან სხვა რესპირაციული სიმპტომები უვლინდება, მოსახლეობაში შეცდომით გრიპად აღიქმება!!! გრიპი შედარებით ვერაგი ვირუსია, რომელიც ბოლო ორი კვირაა ინტენსიურად ვრცელდება, რასაც უკავშირდება მომართვიანობის მკვეთრი გაზრდა, ტელეფონის უწყვეტი ზარები, პანიკა მოსახლეობაში, რომელიც ჯერჯერობით აბსოლუტურად მოკლებულია საფუძველს.

უეცარი დაწყება, შემცივნება და მის ფონზე განვითარებული ჰექტიური ცხელება, თავის ტკივილი, ღებინება, ოსსალგიები და ართრალგიები, მიალგიები, უმადობა, მკვეთრი ზოგადი სისუსტე, ძილიანობა, თავის ტკივილი, ღებინება, ასევე ცემინება, ხველა, ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი ან ცხვირით სუნთქვის გაძნელება გრიპის ყველაზე ხშირი გართულება ვირუსული პნევმონიაა. ამიტომ თუ ტემპერატურული პიკები არ მცირდება მესამე დღიდან, ბავშვს აღენიშნება გახშირებული სუნთქვა, ხველის გაძლიერება, ძილიანობა ნუ დააყოვნებთ და მიმართეთ ექიმს.

ეს ის ძირითადი ნიშნებია, რომელიც სეზონურ გრიპს ახასიათებს, გრიპის ვირუსის განვითარების ციკლი 5-7 დღეა, max-10, რის შემდეგაც ხდება მისი ელიმინაცია ორგანიზმიდან. ამჟამად პრევალირებს A ტიპის ვირუსი, განსაკუთრებით უტევს ბავშვებს, რომელთა იმუნოლოგიური მეხსიერება ჯერ ჩამოსაყალიბებელია.

გრიპის ვირუსს ახასიათებს ანტიგენური სტრუქტურის ხშირი ცვალებადობა, ამიტომ იმუნურ სისტემას ყოველ წელს შეიძლება უცხო აგენტად მოევლინოს და სწორედ ამიტომ გვაქვს ყოველწლიურად გრიპის ეპიდემია. არანაირი პანიკა, უბრალოდ დროულად მიმართეთ ექიმს… ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას“, – წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი.

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  თბილისის ახალ ზოოპარკში 13 ივნისის ტრაგედიის 10 წლისთავთან დაკავშირებით საინფორმაციო ტური გაიმართება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი