სალმონელა და კვერცხი – როგორ ავირიდოთ ინფექცია მარტივად და უსაფრთხოდ?
რა საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს კვერცხი?
კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საკვები ნივთიერებებით მდიდარი პროდუქტია ყოველდღიურ მენიუში. თუმცა, არასწორი მოხმარების შემთხვევაში, ის შეიძლება სერიოზული ბაქტერიული ინფექციის – სალმონელოზის წყარო გახდეს. ბოლო პერიოდში ამ ინფექციის შემთხვევები განსაკუთრებით გახშირდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს პრევენციის აუცილებლობაზე.
რა არის სალმონელა?
სალმონელა არის ბაქტერია, რომელიც იწვევს საკვებისმიერ მოწამვლას. ინფიცირების შემდეგ სიმპტომები ხშირად მოიცავს:
-
დიარეას
-
ტემპერატურის მატებას
-
გულისრევასა და ღებინებას
-
მუცლის სპაზმებს
-
ზოგად სისუსტეს
ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებია ბავშვები, ხანდაზმულები და იმუნოსუსტი პირები, რომელთათვისაც სალმონელოზი შეიძლება გართულდეს და საჭირო გახდეს სამედიცინო ჩარევა. გააგრძელეთ კითხვა