ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიამინდიროგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში - განახლებული პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში – განახლებული პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 6-8 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდზე ინფორმაციას ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში 9 დეკემბრამდე მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში 6 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 7-8 დეკემბერს ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

თბილისში 6 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 7-8 დეკემბერს წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 6 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 7-8 დეკემბერს ზოგან წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 6 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 7-8 დეკემბერს წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 6 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 7-8 დეკემბერს ზოგან წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 6 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 7-8 დეკემბერს ზოგან თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

  იქნება თუ არა ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის პოსტზე "ლელოსა" და გახარიას გუნდის საერთო კანდიდატი? 

ასევე ნახეთ:

რომელ დღეებში ჯობს ნაძვის ხის დადგმა, რომ სახლში ფინანსური წარმატება მოიზიდოთ

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი