როგორი ამინდი ზრდის ინსულტის რისკს – მეცნიერების აღმოჩენა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მეცნიერებმა დაადგინეს, როგორი ამინდი ზრდის ინსულტის რისკს. კვლევაში მონაწილეობდა 82 ათასი პაციენტი ჩინეთიდან მწვავე იშემიური ინსულტით. მონაცემები შეგროვდა 2019 წლიდან 2021 წლამდე. მეცნიერებმა შეკრიბეს შემდეგი მონაცემები:

ასაკი, მოწევის ისტორია, ალკოჰოლის მოხმარება, სქესი, საცხოვრებელი რეგიონი, პაციენტების დაავადებები.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მწვავე იშემიური ინსულტის რისკი უფრო მაღალი იყო გარემოს მაღალ ტემპერატურაზე. რაც უფრო გრძელია ექსპოზიცია, მით უფრო მაღალია ინსულტის შანსი.

როგორც აღმოჩნდა, ინსულტისგან უფრო დაუცველები იყვნენ:

- Advertisement -
Ad imageAd image

ქვეყნის ჩრდილოეთის მაცხოვრებლები, მამაკაცები;

ასევე პაციენტები, რომლებსაც აქვთ დისლიპიდემია (სისხლში ცხიმების ნორმალური თანაფარდობის დარღვევა) ან წინაგულების ფიბრილაცია.

ნაშრომი იძლევა დამაჯერებელ მტკიცებულებას, რომ მაღალი ტემპერატურა მწვავე იშემიური ინსულტის მნიშვნელოვანი რისკფაქტორია. შედეგები ხაზს უსვამს ხანდაზმული ადამიანების დაცვას მაღალი ტემპერატურისგან გლობალური კლიმატის ცვლილების ფონზე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). როგორი ამინდი ზრდის ინსულტის რისკს – მეცნიერების აღმოჩენა. 6 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/როგორი-ამინდი-ზრდის-ინსუ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi