პარასკევი, იანვარი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაროგორია 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი - ნიგვზის იმპორტში ლიდერები

როგორია 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი – ნიგვზის იმპორტში ლიდერები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ–ნოემბერში საქართველოში ნიგვზის იმპორტმა მნიშვნელოვნად მოიმატა. წლიურ ჭრილში ზრდამ 22% შეადგინა.

კერძოდ, მიმდინარე წლის 11 თვეში ქვეყანამ საზღვარგარეთიდან შეიძინა 3 056 ტონა ნიგოზი, რომლის ღირებულებამ 13.172 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 2 746 ტონა იყო და მასში 10.759 მლნ დოლარი დაიხარჯა.

ფასების მხრივაც მატება დაფიქსირდა — ნიგვზის საშუალო საიმპორტო ღირებულება ერთ კილოგრამზე დაახლოებით 40 ცენტით გაიზარდა. თუ 2024 წელს 1 კგ კაკალი საშუალოდ 3.9 დოლარი ღირდა (გადასახადების გარეშე), 2025 წლის საანგარიშო პერიოდში ეს მაჩვენებელი 4.3 დოლარამდე ავიდა.

იმპორტირებული ნიგვზის ძირითადი ნაწილი ჩინეთიდან შემოდის — საერთო მოცულობის დაახლოებით 60%. მეორე ადგილზეა უზბეკეთი 32%-იანი წილით.

ქვეყნების მიხედვით, 2025 წლის იანვარ–ნოემბერში ნიგვზის იმპორტში ლიდერები იყვნენ:

  • ჩინეთი — 1 807 ტონა, 7.961 მლნ დოლარი;

  • უზბეკეთი — 1 043 ტონა, 4.213 მლნ დოლარი;

  • ყირგიზეთი — 163 ტონა, 650 ათასი დოლარი;

  • ჩილე — 20 ტონა, 250 ათასი დოლარი;

  • თურქეთი — 23 ტონა, 96 ათასი დოლარი.

ამ მონაცემებით ირკვევა, რომ ნიგვზის იმპორტი საქართველოში არა მხოლოდ მოცულობით, არამედ ფასის მხრივაც ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს.

  მონაკვეთები გზებზე, სადაც უამინდობის გამო მოძრაობა აკრძალული ან სპეციალური რეჟიმია დაწესებული
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი