პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარიყის პარკი სრულად ამორტიზებულია და მისი რეაბილიტაცია იგეგმება

რიყის პარკი სრულად ამორტიზებულია და მისი რეაბილიტაცია იგეგმება

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, რიყის პარკი სრულად ამორტიზებულია და მისი რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ ბასილაიამ კახა კალაძის გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

“რიყის პარკი რეაბილიტირდება. ეს არის ერთგვარი სავიზიტო ბარათი ჩვენი დედაქალისთვის. მას უამრავი ტურისტი სტუმრობს. ახლა ის სრულად ამორტიზებულია და გვინდა შესაბამისი პროექტის შესყიდვა და მისი რეაბილიტაცია”, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ამას გარდა, მერის მოადგილემ დაასახელა კონკრეტული პარკები და სკვერები, რომელთა რეაბილიტაციასაც მომდევნო ოთხი წლის მანძილზე მოსახლეობას ჰპირდებიან.

„ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქში პარკების და სკვერების რეაბილიტაცია. ამ კუთხით, გამოვყავი რამდენიმე პროექტი, ბუნებრივია, ეს არ არის სრული ჩამონათვალი რისი გაკეთებაც იგეგმება მომდევნო წლებში. დავიწყებ პირველი რესპუბლიკის ბაღის რეაბილიტაციით. აღნიშნული პროექტი უკვე შესყიდულია, დედაქალაქისთვის ეს ისტორიული არეალია. შემდეგი იქნება, დიღმის ჭალებში პარკის მოწყობა. ამ ტერიტორიაზე იგეგმება სპორტული და გამაჯანსაღებელი ობიექტების მშენებლობა”, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

მისივე თქმით, გეგმავენ ავჭალის პარკის, კახიძის სკვერის და არტოს ბაღის რეაბილიტაციასაც.

“მნიშვნელოვანია მუშთაიდის ბაღის რეაბილიტაცია იმდენად, რომ ალბათ ყველა თაობის თბილისელს ერთხელ მაინც მოსწევია აქ დასვენება. ამჟამად, ის კერძო პირებზეა გადაცემული. გვაქვს სურვილი, დავიბრუნოთ და ჩავუტაროთ სრულყოფილი რეაბილიტაცია. ხუდადოვის ტყე-პარკს რაც შეეხება, დავიწყეთ წინა წლებში მისი რეაბილიტაცია, აღვადგინეთ ძირითადი ბილიკი, გვინდა, რომ გაგრძელდეს ეს ტენდენცია, რადგან ვფიქრობთ, ამ პარკს აქვს უკეთესი პოტენციალი; დიღმის ტყე-პარკის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, ჩვენ რამდენიმე წელია, დავიწყეთ გამოსყიდვა-მონაცვლეობის პროცედურები, როცა დასრულდება ის, აუცილებლად მოვახდენთ მის რეაბილიტაციას“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს: „ღრმა მწუხარებასა და შეშფოთებას გამოვხატავთ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი თეატრის სცენაზე გამართულ ღვთისმგმობელ წარმოდგენასთან დაკავშირებით“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი