2025 წლის Met Gala-ზე, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა, რიანამ და A$AP Rocky-მ საზოგადოებას თავიანთი მესამე შვილის მოლოდინი გაუზიარეს. ღონისძიებაზე რიანა გამოჩნდა მარკ ჯეიკობსის მიერ შექმნილ კოსტიუმში, რომელიც ხაზს უსვამდა მის ორსულობას
რიანა და A$AP Rocky უკვე ორი შვილის მშობლები არიან: უფროსი ვაჟი, RZA, 2022 წლის მაისში დაიბადა, ხოლო უმცროსი, Riot, 2023 წლის აგვისტოში. რიანამ თავისი მეორე ორსულობა 2023 წლის Super Bowl-ის შუალედური შოუს დროს გაამჟღავნა.
Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე რიანამ აღნიშნა, რომ თავს კარგად გრძნობს და ორსულობა მისთვის მოულოდნელი, მაგრამ სასიხარულოა.
წყვილი, რომელიც 2019 წლიდან ერთად არის, აქტიურად ჩართულია ოჯახურ ცხოვრებაში და აღნიშნავენ, რომ მათთვის ოჯახი პრიორიტეტულია .
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi