რესტორნებში სადილი და ხინკალი გაძვირდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს რესტორნებში სადილი გაძვირდა. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის იანვრის მონაცემები.

როგორც „საქსტატის“ მონაცემებიდან ირკვევა, გასულ თვეში, 2023 წლის იანვართან შედარებით, რესტორანში სადილის ფასი 7.5%-ით არის გაძვირებული. აღნიშნული შესაძლოა, უკავშირდებოდეს სხვადასხვა საკვები პროდუქტის გაძვირებას, ასევე კვების ობიექტებისთვის გარკვეული ხარჯების გაზრდას.

გარდა, ზოგადი სადილისა, როგორც მონაცემებიდან ირკვევა, გაზრდილია რესტორნებში ხინკლის ფასი. წლიურად პროდუქტი 13.2%-ით არის გაძვირებული.

აღნიშნული ცვლილება სავარაუდოდ, მისი ინგრედიენტების ფასის მატებას უკავშირდება. მათ შორის აღსანიშნავია ძროხის ხორცის 14%-იანი გაძვირება 2023 წლის იანვართან შედარებით.

- Advertisement -
Ad imageAd image

ცნობისთვის, სხვადასხვა რესტორნების ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, კვების ობიექტებში ხინკლის ფასი 1.5-2.5 ლარის ფარგლებში მერყეობს. წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). რესტორნებში სადილი და ხინკალი გაძვირდა. 3 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/რესტორნებში-სადილი-და-ხი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi