პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემარეზერვისტებმა რაბათის ციხეზე ფიცი დადეს

რეზერვისტებმა რაბათის ციხეზე ფიცი დადეს

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 104-ე ბატალიონის რეზერვისტებმა რაბათის ციხეზე საზეიმოდ ფიცი დადეს. ღონისძიებას ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას მან რეზერვისტებს ფიცის მიღება მიულოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა. გენერალმა განსაკუთრებული მადლობა რეზერვში ჩარიცხულ ქალბატონებს გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

დღესვე ფიცი დადეს ასევე, ბათუმში მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 105-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის რეზერვისტებმა.
ფიცის დადების ცერემონიას ეროვნული გვარდიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეზერვისტების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. ღონისძიებას მოქმედი რეზერვისტებიც დაესწრნენ და სტუმრებს მუსიკალური ნომრები წარუდგინეს. კითხვის გაგრძელება…

  „თავიდან არ მსურდა აჟიოტაჟი და ორსულობის ამბავს არ ვამხელდი, ჩემ­თვის ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბავს ძალიან კარ­გად შეხ­ვდა“ - ნინო მუმლაძე შვილის მოლოდინშია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი