ორშაბათი, ივლისი 27, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებირა ხდება, როდესაც ტელეფონს დასატენად მთელი ღამით ტოვებთ და შესაძლოა, თუ არა...

რა ხდება, როდესაც ტელეფონს დასატენად მთელი ღამით ტოვებთ და შესაძლოა, თუ არა ის აფეთქდეს – მითები, სინამდვილე და 8 საჭირო რჩევა

ლითიუმ-იონური ბატარეების სამყაროში, სმარტფონები ცენტრალურ ადგილს იკავებს. თუმცა, წლებია, არ ცხრება ერთი დავა: აფუჭებს თუ არა მის ბატარეას ხანგრძლივი (მთელი ღამის განმავლობაში) დატენვა?

ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის, მისი გამოშვების წელი და ქიმიური ასაკი. ეს უკანასკნელი გულისხმობს ბატარეის თანდათანობით დეგრადაციას ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა ტემპერატურის რყევები, დამუხტვა-დაცლის მახასიათებლები და ზოგადი მოხმარება.

დროთა განმავლობაში, ლითიუმ-იონური ბატარეების ქიმიური დაბერება ამცირებს მუხტის ტევადობას, ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობას და წარმადობას.

Apple-ის თანახმად: „iPhone-ის ნორმალური ბატარეა ისეა შექმნილი, რომ თავდაპირველი ტევადობის 80% შეინარჩუნოს დატენვის 500 სრული ციკლის შემდეგ, თუკი ტელეფონი ნორმალურ გარემო პირობებში მუშაობს“.

კვლევის მიხედვით, 2019 წელს გამოშვებული სმარტფონის ბატარეა საშუალოდ 850 სრული დამუხტვა/დაცლის ციკლის შემდეგ ჩამოდის ტევადობის 80 პროცენტს ქვემოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ 2-3-წლიანი მოხმარების შემდეგ, ბატარეას თავდაპირველი მოცულობის მხოლოდ 80 % რჩება. ამის შემდეგ, ბატარეა შესამჩნევად სწრაფად დაცლას იწყებს.

უნდა დატოვოთ თუ არა ტელეფონი სატენზე მთელი ღამით

ახალი თაობის სმარტფონთა უმეტესობას სრულად დატენვისთვის 30 წუთიდან ორ საათამდე სჭირდება.

დამუხტვის დრო დამოკიდებულია ბატარეის მოცულობაზე (დიდი მოცულობისას უფრო მეტი დრო სჭირდება) და დამტენის მიერ მიწოდებული ენერგიის რაოდენობაზე.

ტელეფონის მთელი ღამით სატენზე დატოვება არა მხოლოდ არასაჭიროა, არამედ ეს ასევე აჩქარებს ბატარეის დაბერებას. იმისათვის, რათა ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობა მაქსიმალური იყოს, თავი უნდა აარიდოთ სრული დამუხტვის ციკლებს (0%-დან 100%-მდე).

Samsung-ის თანახმად: „ბატარეის ძალიან ხშირად დატენვა 100 პროცენტამდე, შეიძლება უარყოფით გავლენას ახდენდეს მისი სიცოცხლის ზოგად ხანგრძლოვობაზე“.

ასეა iPhone-ის შემთხვევაშიც – ხშირად დატენვა 100 პროცენტამდე შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს ბატარეის ჯანმრთელობაზე.

რეკომენდებულია, რომ სრული დატენვის ნაცვლად, ბატარეა 80 პროცენტამდე დატენოთ და არ ჩამოაცილოთ 20 პროცენტს.

შესაძლებელია თუ არა, მოხდეს ტელეფონის ზედმეტად დატენვა

თეორიულად, ლითიუმ-იონური ბატარეა შეიძლება გადაიმუხტოს. ამან შეიძლება გამოიწვიოს უსაფრთხოების რისკები, მაგალითად, ბატარეის გადახურება და აალება. კარგი ის არის, რომ თანამედროვე ტელეფონთა უმეტესობას ჩაშენებული აქვს დაცვის მექანიზმი, რომელიც ავტომატურად აჩერებს ბატარეის 100 პროცენტზე მეტით დამუხტვას, რაც ზედმეტი დამუხტვით გამოწვეული რისკის პრევენციას ახდენს.

  ყვავილოვანი კომბოსტო – წარმოუდგენელი დადებითი შედეგებისთვის ყვავილოვანი ბოსტნეული, რომელსაც ყვავილოვან კომბოსტოს ვეძახით, ცნობილია თავისი ანთების საწინააღმდეგო და გულის ჯანმრთელობის დამცავი თვისებებით. თუ გსურთ მიიღოთ ეს 7 ფანტასტიკური სარგებელი ჯანმრთელობისთვის, თქვენ უნდა ჩართოთ ყვავილოვანი კომბოსტო თქვენს რეგულარულ რაციონში. კვებითი თვისებები თუ დეფიციტი გაქვთ ვიტამინების B1 (თიამინი), B2 (რიბოფლავინი), B3 (ნიაცინი), B5 (პანტოტენის მჟავა), B6 ​​(პირიდოქსინი) და B9 (ფოლიუმის მჟავა), ყვავილოვანი კომბოსტო იდეალური ბოსტნეულია თქვენთვის. გარდა იმისა, რომ მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, ის ასევე შეიცავს K ვიტამინს. ყვავილოვანი კომბოსტო ცილის, ფოსფორის და კალიუმის ძალიან კარგი წყაროა. ასევე ცნობილია, რომ ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს, როგორიცაა ვიტამინი C და მანგანუმი. დეტოქსიკაცია თუ გსურთ დაეხმაროთ თქვენს ღვიძლს გაზარდოს პოტენციური ტოქსიკური ნივთიერებების განეიტრალების უნარი, აუცილებლად მიირთვით ეს ბოსტნეული. ყვავილოვანი კომბოსტოს რეგულარული მოხმარება დაგეხმარებათ დეტოქსიკაციაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის შეიცავს ანტიოქსიდანტურ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ასტიმულირებენ 1 ფაზის დეტოქსიკაციის აქტივობას და გოგირდის შემცველ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც აძლიერებენ 2 ფაზის აქტივობას. თუ ჯანმრთელობის კუთხით გადახედავთ, ყვავილოვანი კომბოსტოს გლუკოზინოლატის შემცველობა შესანიშნავ შედეგს მოგცემთ. ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს დაახლოებით ნახევარზე მეტ გლუკოზინოლატს, ვიდრე სავოიას კომბოსტო, რაც მეოთხედით მეტია ვიდრე ბრიუსელის კომბოსტო, დაახლოებით 70%-ით მეტი კომბოსტოზე და დაახლოებით 60%-ით მეტი ვიდრე ბროკოლი. ანთების საწინააღმდეგო თვისებები თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ ანთების რისკი ყვავილოვანი კომბოსტოს რეგულარული მიღებით. ამრიგად, თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თავი ართრიტის, სიმსუქნის, დიაბეტის, ნაწლავის ანთებითი დაავადებისა და წყლულოვანი კოლიტისგან. თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ქრონიკული ანთება ყვავილოვანი კომბოსტოს მიღებით, რადგან მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტოს ერთი პორცია შეიცავს დაახლოებით 11 მიკროგრამ K ვიტამინს და 0,21 გრ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს. K ვიტამინის ცხიმოვანი მჟავების არსებობის გამო, ართრიტი, ქრონიკული ტკივილი და ნაწლავის ზოგიერთი დაავადება არასოდეს შეგაწუხებთ. თქვენ ასევე შეძლებთ შეამციროთ ინსულტის და გულის დაავადებების შემთხვევები. მიირთვით უმი ყვავილოვანი კომბოსტო. თუ არ მოგწონთ ამგვარი ყვავილოვანი კომბოსტოს გემო, სცადეთ დაფქული ყვავილოვანი კომბოსტოს ეს შესანიშნავი რეცეპტი.

თუმცა, ყოველ ჯერზე, როდესაც ბატარეა 99 პროცენტს ჩამოსცდება (ფონურად მომუშავე აპლიკაციების გამო), ის ხელახლა დამუხტვას დაიწყებს, რათა სრულად დამუხტული მდგომარეობა შეინარჩუნოს.

ასეთმა დამუხტვამ ბატარეა შეიძლება დროთა განმავლობაში დააზიანოს. სწორედ ამიტომ აქვს ბევრ მწარმოებელს მისი რეგულირების მექანიზმი. Apple-ის iPhone-ებს აქვს ფუნქცია, რომელიც 80 პროცენტის შემდეგ დამუხტვას აჩერებს. Samsung’s Galaxy-ს სმარტფონები ამ ფუნქციას 85 პროცენტს ზემოთ გვთავაზობენ.

შეიძლება თუ არა, ტელეფონი დამუხტვისას აფეთქდეს

ნაკლებად სავარაუდოა; განსაკუთრებით იმიტომ, რომ ტელეფონების უმეტესობას ზედმეტი დამუხტვისგან დაცვის მექანიზმი აქვს.

მიუხედავად ამისა, წლებია, ვრცელდება ცნობები ტელეფონების მოულოდნელად აფეთქების შესახებ. ეს ძირითადად ხდება მწარმოებლის ხარვეზის, ცუდი ხარისხის აპარატურის ან ფიზიკური დაზიანების გამო.

ტელეფონის ლითიუმ-იონური ბატარეების გადახურება მაშინ ხდება, როდესაც არ ხდება დამუხტვისას წარმოქმნილი სითბოს გაფანტვა. ამან შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა ან უკუიდურეს შემთხვევებში აალება.

ამას გარდა, ასეთი ბატარეები ეფექტიანად მუშაობს 0℃-დან 40℃-მდე ტემპერატურაზე. უფრო მაღალ ტემპერატურაზე შეიძლება მოხდეს ბატარეის გაბერვა და აალება.

გადახურება შეიძლება ასევე გამოიწვიოს ხარვეზიანი ან ცუდი ხარისხის დამტენმა ან კაბელმა.

რჩევები ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობის გასაზრდელად

მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ტელეფონს ალბათ ექნება უსაფრთხოების მექანიზმი ბატარეის დასაცავად, ფრთხილად მოპყრობის შემთხვევაში, ის უფრო დიდხანს გაგიძლებთ, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ დაიცვათ თქვენი ტელეფონის ბატარეა:

1. დააყენეთ პროგრამული უზრუნველყოფის უახლესი განახლებები, რათა თქვენს ტელეფონს ჰქონდეს მწარმოებლის მიერ შემოთავაზებული ბატარეის ეფექტიანობის უახლესი მექანიზმები.

2. გამოიყენეთ ორიგინალი ან სერტიფიცირებული დამტენები, რადგან ბაზარზე არსებულ სხვა, მესამე მხარის მიერ წარმოებული დამტენები შეიძლება არ აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების სტანდარტებს.

3. მოარიდეთ ტელეფონი მაღალ ტემპერატურას — Apple-ისა და Samsung-ის განცხადებით, მათი ტელეფონები საუკეთესოდ მუშაობს 0℃-დან 35℃ ტემპერატურაზე.

4. არ დატენოთ ტელეფონი 80 პროცენტზე მაღლა და არ ჩამოაცილოთ 20 პროცენტს.

5. ტელეფონი სატენზე დიდხანს არ დატოვოთ, მაგალითად, მთელი ღამით; გამოაძრეთ დენის წყაროდან, როგორც კი ბატარეა 100 პროცენტს მიაღწევს.

  რა არის კლიმატური დიეტა და Რამდენად ეფექტურია

6. დატენვისას ტელეფონი კარგად ვენტილირებად გარემოში მოათავსეთ, მოერიდეთ მის ან დამტენის მოთავსებას რაიმე ზეწრის, ბალიშის ან სხეულის ქვეშ მოთავსებას, ვიდრე ის დენის წყაროზეა მიერთებული.

7. თვალყური ადევნეთ ბატარეის ჯანმრთელობას და ამის საფუძველზე გამოავლინეთ უჩვეულო ტენდენციები, მაგალითად, თუ მას დატენვისთვის დიდი დრო სჭირდება ან მალე იცლება.

8. თუ შენიშნეთ, რომ ტელეფონი ძლიერ ცხელდება ან გაიბერა, დიაგნოსტიკისა და შეკეთებისთვის აუცილებლად წაიღეთ ავტორიზებულ სერვისცენტრში.

თუკი კონკრეტული დეტალები გაინტერესებთ კონკრეტული ტელეფონის ან ბატარეის შესახებ, საუკეთესო ვარიანტია, მიჰყვეთ მწარმოებლის სახელმძღვანელოს. წყარო

 

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.