პარასკევი, მარტი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიასტროლოგია„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ...“ - რას წერს ასტროლოგი ხათუნა...

„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ…“ – რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად იგი პლანეტების სატურნისა და ნეპტუნის შეერთებაზე წერს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:

„რას მოიტანს სატურნისა და ნეპტუნის შეერთება?

სულ მალე, ფაქტობრივად ამ თვის ბოლოს, ნეპტუნი ზოდიაქოს შეიცვლის და ვერძში გადავა. ამ თემაზე ვრცელ სტატიას ვამზადებ, მაგრამ დღეს შედარებით მოკლედ მინდა ერთ საინტერესო თემას შევეხო.

კერძოდ სატურნისა და ნეპტუნის შეერთებას.

ახლა რასაც დავწერ, ცოტა შეიძლება მოსაბეზრებელი და უინტერესო მოგეჩვენოთ წასაკითხად, მაგრამ რეალურად ძალიან მნიშვნელოვან პერიოდებს და შეერთება- დაშორება, გადასვლაგადმოსვლას ვეხები და მიაქციეთ ყურადღება, არ გადაახტეთ. ჯერ კიდევ თევზების ზოდიაქოში მყოფი სატურნი წამოეწევა თევზებში გადასულ ნეპტუნს და შეუერთდება. ეს ამბავი 9 აპრილს დაიწყება.

25 მაისს სატურნიც დატოვებს თევზების ზოდიაქოს და ისიც ვერძში გადავა, ნეპტუნთან კიდევ უფრო ახლოს. და ივლიან ასე „ჩახუტებულები“ 2026 წლის აპრილის 19-მდე, თუმცა რეტროგრადულობის გამო ცოტა ხნით ორივენი თევზებში დაბრუნდებიან, სადაც როგორც ხვდებით ნეპტუნი უფრო ძლიერია, რადგან ეს მისი მმართველობის ტერიტორიაა. ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვლის კარგა ბლომად ნაწილიც თევზებში იქნებიან, ისევ ისე შეერთებულები. შემდეგ კვლავ ვერძში გადმოინაცვლებენ და 20 თებერვალს ვერძის 0 *45′-ზე მაქსიმალურად ზუსტ შეერთებაში მოვლენ. ამის მერე ისინი ნელ-ნელა დაიწყებენ ერთმანეთისაგან დაშორებას და 19 აპრილს საბოლოოდ გაიყრებიან.

ახლა რა ხდება, ქართულად რომ გითარგმნოთ. ნეპტუნს ბევრ სხვა რამეებთან ერთად გამაბრუებელი საშუალებები, ნარკოტიკები, ალკოჰოლი და თქვენ წარმოიდგინეთ თამბაქოც კი აბარია. სატურნი კი რა არის?- კანონი, აკრძალვა, შეზღუდვა. ჰო…

ვინც კიდევ ვერაფერი გაიგო, ვაკონკრეტებ:

მთელი ერთი წელი ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე და შესაძლოა თამბაქოზეც მკაცრი შეზღუდვები დაწესდება. ეს შეზღუდვები და აკრძალვები ოდნავ შერბილდება პერიოდში, როდესაც ნეპტუნი და სატურნი უკან, თევზებში დაბრუნდებიან. შემდეგ კი ისევ „მოუჭერენ“. განსაკუთრებით როდისო? ზუსტი შეერთების დროსო. კიდევ რა გითხრათ? კიდევ ის, რომ როცა გაიყრებიან საბოლოოდ (ამის თარიღიც ზევით ), აკრძალვები არ გაუქმდება. უბრალოდ სხვა ტიპის ნარკოტიკებს გამოიგონებენ ამასობაში. რომელზედაც კანონში ჯერ არაფერი წერია. თუმცა მინდა აქედანვე გაგაფრთხილოთ – ეს ახალი ნარკოტიკები ძველებზე ბევრად უფრო დამანგრეველი იქნება. სწრაფად მოქმედი და ძალიან მაღალი ლეტალობით გამორჩეული. უამრავს შეიწირავს. რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო, არ მითხრათ. გაფრთხილებთ“, – წერს ხათუნა ნოელი.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო აქტივობა ვენაში ბავშვებთან ერთად ყოფნისას

9 საუკეთესო აქტივობა ვენაში ბავშვებთან ერთად ყოფნისას

20 March, 2025
ფიტნეს ინსტრუქტორობის შემსწავლელთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია – “ფიტნეს აკადემია”

ფიტნეს ინსტრუქტორობის შემსწავლელთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია – “ფიტნეს აკადემია”

მარტი 20, 2025
ჰუგი- ინტერიერის დიზაინის დანიური კონცეფცია

ჰუგი- ინტერიერის დიზაინის დანიური კონცეფცია

მარტი 21, 2025
როდის გამოიდარებს საქართველოში – უახლესი პროგნოზი

როდის გამოიდარებს საქართველოში – უახლესი პროგნოზი

მარტი 20, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
გასაოცარი, აუცილებლად სანახავი ადგილიები საქართველოში – უნდა ნახოთ, სანამ ცოცხალი ხართ!

გასაოცარი, აუცილებლად სანახავი ადგილიები საქართველოში – უნდა ნახოთ, სანამ ცოცხალი ხართ!

მარტი 20, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ გავასუფთავოთ მიმწვარი ჭურჭელი

როგორ გავასუფთავოთ მიმწვარი ჭურჭელი

მარტი 20, 2025
რას წერს ფრანგული გამოცემა Vogue მატილდა გვარლიანის შესახებ

რას წერს ფრანგული გამოცემა Vogue მატილდა გვარლიანის შესახებ

მარტი 21, 2025
9 თვის შემდეგ დედამიწაზე: ასტრონავტების დაბრუნება კოსმოსური მისიის შემდეგ

9 თვის შემდეგ დედამიწაზე: ასტრონავტების დაბრუნება კოსმოსური მისიის შემდეგ

19 მარტი 2025
ბაგების დასახლებაში, ახალ საავტომობილო ხიდთან არსებული სივრცის კეთილმოწყობა იგეგმება

ბაგების დასახლებაში, ახალ საავტომობილო ხიდთან არსებული სივრცის კეთილმოწყობა იგეგმება

მარტი 20, 2025
როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე

მარტი 20, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი