სამშაბათი, მარტი 25, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიიურისტირა უნდა გააკეთოთ, თუ სახელის ან გვარის შეცვლა გსურთ და რა თანხა...

რა უნდა გააკეთოთ, თუ სახელის ან გვარის შეცვლა გსურთ და რა თანხა დაგიჯდებათ მონაცემების გადაკეთება – ვრცელი ინფორმაცია იუსტიციის სახლიდან

საქართველოში მოქალაქეს უფლება აქვს, სახელი და გვარი შეიცვალოს და ამისთვის სხვადასხვა პროცედურა გაიაროს. დეტალური ინფორმაცია იუსტიციის სახლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

მათი ინფორმაციით, საქართველოში სახელისა და გვარის შეცვლის უფლება აქვს:

საქართველოს მოქალაქეს;საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში (გარდა დაბადების ხელახალი რეგისტრაციისა);გასათვალისწინებელია, რომ შეცვლილი მონაცემების შემდეგ, ადამიანი ვალდებულია, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებიც შეცვალოს.

საფეხურები:

თუკი სახელის, ან გვარის შეცვლა გსურთ, რეგისტრაციის მოთხოვნით შეგიძლიათ, მიმართოთ:

იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს;სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს;საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. აღსანიშნავია, რომ სახელის შეცვლა შესაძლებელია დაინტერესებული პირის სურვილისამებრ. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ:

სრულწლოვან პირს უფლება აქვს შეიცვალოს სახელი მხოლოდ ერთხელ.

სახელის შეცვლა დაუშვებელია, თუ განმცხადებელი სახელად ირჩევს ციფრებს, სასვენ ნიშნებს, გეომეტრიულ ფიგურებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, სიმბოლოებს, უცენზურო ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ან მრავალწევრიან (ორზე მეტი სახელისაგან შემდგარ) სახელს.

პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს:

  • მშობელთა შეერთებული გვარი;
  • პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი (მეოთხე თაობის ჩათვლით);
  • საკუთარი გვარისა და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი;
  • ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი;
  • მშვილებლის გვარი;ქორწინებამდელი გვარი, თუ ქორწინების შეწყვეტისას მას არ დაუბრუნებია ეს გვარი;
  • სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მინიჭებული გვარი, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაბადების აქტი რეგისტრირებულია საქართველოში და სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ პირისთვის სხვა გვარის მინიჭების შემდეგ მან საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა.

ასევე, დაინტერესებულ პირს შეუძლია:

აღიდგინოს ისტორიული გვარი;მოახდინოს მისი გვარის კანონიერად აღიარება;

დაიდგინოს გვარი.გასათვალისწინებელია, რომ გვარის შეცვლის გარკვეული საფუძვლების შემთხვევაში სრულწლოვან პირს შეუძლია გვარი შეიცვალოს მხოლოდ ერთხელ.

პირებზე , რომლებმაც 2017 წლის 28 მარტის შემდგომ შეიცვალეს გვარი, ვრცელდება ახალი კანონით დადგენილი გვარის შეცვლის რაოდენობრივი შეზღუდვა, შესაბამისი საფუძვლით გვარის შეცვლის მოთხოვნის შემთხვევაში. წაიკითხეთ ვრცლად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

25 March, 2025
ტკიპებისაგან თავდაცვის საშუალებები

ტკიპებისაგან თავდაცვის საშუალებები

მარტი 25, 2025
მსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი ინტერიერის შესახებ

მსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი ინტერიერის შესახებ

მარტი 24, 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ მოვამზადოთ ყველასათვის საყვარელი შოკოლადის მაფინები

როგორ მოვამზადოთ ყველასათვის საყვარელი შოკოლადის მაფინები

მარტი 24, 2025
ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
ბუდაპეშტის ღირშესანიშნაობები, რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ

ბუდაპეშტის ღირშესანიშნაობები, რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ

24 მარტი 2025
ისანში, ნავთლუღსა და მეტრომშენში 12 000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა — თბილისი ენერჯი

ისანში, ნავთლუღსა და მეტრომშენში 12 000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა — თბილისი ენერჯი

მარტი 25, 2025
Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი