შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისირა სამუშაოები ჩატარდა თბილისის ბოტანიკურ ბაღში არსებულ იაპონურ ბაღში

რა სამუშაოები ჩატარდა თბილისის ბოტანიკურ ბაღში არსებულ იაპონურ ბაღში

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში არსებული იაპონური ბაღის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. სამუშაოები თბილისის მერიის, საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით და კომპანიამ JTI-ის ფინანსური დახმარებით ჩატარდა.

სამუშაოები

პროექტის მიზანი იყო იაპონური ბაღის ორიგინალური ელემენტების აღდგენა, მათ შორის ტორის ჭიშკარი, მინიატურული ხიდი, ცერემონიების სცენა და სხვ.

პროექტი უზრუნველყოფილი იყო სპეციალიზირებული იაპონური ლანდშაფტური კომპანიის „კოსუგის“ (Kosugi Zohen Co) მიერ. აღდგენით სამუშაოებს კოორდინირებას უწევდა საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ანდრეას ჰამაჰერი, ხოლო პროცესში მონაწილეობდნენ როგორც იაპონელი სპეციალისტები, ასევე საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მებაღეები და ტექნიკური პერსონალი.

სამუშაოები

აღდგენილი ბაღი ოფიციალურად გაიხსნა თბილისისთვის მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებით – ჩაის ცერემონიით, რომელსაც ტოკიოდან მოწვეული ოსტატი უძღვებოდა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი, საქართველოში იაპონიის ელჩი იშიძუკა ჰიდეკი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი და სხვა მოწვეული სტუმრები.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ჩანს ატამს როგორ ღებავენ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი