ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებირა მოხდება, თუ 2 კვირით შაქარზე სრულად იტყვით უარს

რა მოხდება, თუ 2 კვირით შაქარზე სრულად იტყვით უარს

თუკი 2 კვირის განმავლობაში შაქარზე სრულად იტყვით უარს, თქვენი ორგანიზმი, ენერგია, განწყობა და ზოგადი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. კონკრეტულად კი აი, რას იგრძნობს თქვენი სხეული უშაქრო რეჟიმზე გადაყვანისას.

შეიცვლება თქვენი სახე და სხეული

პირველ რიგში, სახის ფორმა იცვლება. მრგვალი, შეშუპებული ფორმის ნაცვლად ის ბევრად უფრო თხელი ხდება. ცვლილება მხოლოდ სახეზე არ გამოიხატება. რა თქმა უნდა, სხეულის პარამეტრებიც იცვლება. თუკი 2 კვირის განმავლობაში შაქარზე უარს იტყვით, ნახავთ, რომ მუცლის ცხიმი შემცირებას დაიწყებს. ასევე, გაქრება ცხიმი ღვიძლიდანაც. შაქარი და ცხიმი ორგანიზმისათვის ენერგიის მთავარი წყაროა. როდესაც შაქარს არ მიიღებთ, სხეული ცხიმს გამოყენებს, შესაბამისად კი, წვას დაიწყებს. შედეგად, სხეული ზედმეტი ცხიმისაგან გათავისუფლდება.

დადებით გავლენას 4 ორგანოზე ერთდროულად იგრძნობთ:

თქვენი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. თვალი შაქრის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. სწორედ ამიტომაა, რომ დიაბეტის მქონე ადამიანებს შესაძლოა, დიაბეტური რეტინოპათია განუვითარდეთ. ეს არის დაავადება, რომლის დროსაც, სისხლში გლუკოზის მაღალი დონე ბადურის სისხლძარღვების დაზიანებას იწვევს და ადამიანებს მხედველობის პრობლემა უჩნდებათ.

გარდა ამისა, უმჯობესდება თირკმლის მუშაობა. თირკმელიც შაქარზე განსაკუთრებით რეაგირებს. დიაბეტური ნეფროპათია კი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გართულებად ითვლება. ის, როგორც წესი, პირველი ან მეორე ტიპის დიაბეტის გართულების შედეგად ყალიბდება და თირკმლის ფილტრაციის დელიკატურ სისტემას აზიანებს. ამიტომ, თუ შაქრის გამოყენებაზე უარს იტყვით, თირკმლის მუშაობაც გაუმჯობესდება და გართულებებსაც თავიდან აირიდებთ.
მესამე ორგანო, რაზეც შაქარზე უარის თქმა დადებითად აისახება, არტერიებია. სისხლში შაქრის დონის მომატებით შესაძლოა, დიაბეტური ანგიოპათია განვითარდეს. დიაბეტური ანგიოპათიის დროს სისხლძარღვები ზიანდება და სხვადასხვა პრობლემას ქმნის. მაგალითად, შესაძლოა, გამოიწიოს მეტაბოლური დარღვევები, ჰიპერგლიკემია, ნახშირწყლოვანი, ლიპიდური და ცილოვანი ცვლის მოშლა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის კიდევ არაერთი პრობლემა. ამიტომაც, შაქარზე უარის თქმით არტერიებში ანთების რისკი შემცირდება.

ნერვები და ტვინი – თუ რაციონიდან შაქარს ამოიღებთ, თქვენი კოგნიტური ფუნქციები, მეხსიერება და აზროვნება საგრძნობლად გაუმჯობესდება. კონცენტრაციას გაცილებით მარტივად შეძლებთ. შეგეცვლებათ განწყობა და თავს ბევრად უფრო ბედნიერად იგრძნობთ.

  მცენარეები ინტერიერში – როგორ შევქმნათ მწვანე, მყუდრო და ჯანსაღი გარემო

როდესაც დიაბეტის ჩამოყალიბებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი გვახსენდება: ცხოვრების სტილი და გენები. ცხოვრების სტილში ცხიმიანი, არაჯანსაღი საკვები პროდუქტების მიღება, უმოძრაო, ან კიდევ ნაკლები ფიზიკური აქტივობა მოიაზრება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კი შაქარია, რომელსაც ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ვიყენებთ.

ნაკლებად ადგებით ღამით საპირფარეშოსათვის

კიდევ ერთი შედეგი, რასაც დაინახავთ, თუ 2 კვირის განმავლობაში შაქარზე სრულად იტყვით უარს არის ის, რომ ღამით საპირფარეშოში ხშირად წასვლა აღარ მოგინდებათ. რადგანაც, ზედმეტი წყალი შაქარს მიჰყვება. დილამდე მშვიდად ძილს შეძლებთ. სრულყოფილად გამოძინება კი ორგანიზმისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მოგემატებათ ენერგია

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორგანიზმის ენერგიის მთავარი წყარო შაქარი და ცხიმია. როდესაც შაქარზე უარს იტყვით, ორგანიზმი ენერგიისათვის ცხიმს გამოიყენებს – ცხიმის დაწვას დაიწყებს. ზედმეტი კილოგრამებისაგან გათავისუფლდებით და ენერგია მოგემატებათ.

შეგიმცირდებათ მადა

საკვების მიმართ მოთხოვნილება მნიშვნელოვნად შეგიმცირდებათ. ასევე, დაგიქვეითდებათ მადა, რადგანაც ამ დროს ორგანიზმი საკუთარი ცხიმით იკვებება. წახემსებების სურვილი აღარ შეგაწუხებთ და კვების შემდეგ სისავსის შეგრძნება დიდხანს გაგყვებათ.

არ დაგავიწყდეთ, რომ შაქარს არა მხოლოდ ფხვნილის და ტკბილეულის ფორმით, არამედ სხვადასხვა პროდუქტისგანაც ვიღებთ. ესენია, მაგალითად: მაკარონი, ორცხობილები, ვაფლი, პიცა, თუ სხვა ისეთი საკვები, რომლებიც დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს. ამიტომაც, სპეციალისტების რეკომენდაციაა, დღის განმავლობაში 50 გრამამდე შაქარი ხილისაგან მიიღოთ და არაჯანსაღ პროდუქტებზე უარი თქვათ.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.