ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ თვალჭრელიძის ქუჩაზე ავარიულ შენობაში მცხოვრები დევნილი პირების საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ განმარტება გააკეთა. მისი განცხადებით, ამ მცხოვრებთაგან მხოლოდ 58 არის დევნილი.
„რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქე, რომელიც იქ იმყოფება დღეს, არ არის დევნილი. მათი რიცხვი არის 58 – რაც იდენტიფიცირებულია. ეს არის მცირე ნაწილი მთლიანად იქ შესული ადამიანებისა. ფაქტობრივად, მათ ნახევართან მიმართებაში სახელმწიფოს უკვე აქვს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე არამც თუ შეთავაზება, არამედ კონკრეტული უძრავი ნივთების გადაცემის თვალსაზრისით ვალდებულება შესრულებული.
რაც შეეხება დარჩენილ ნაწილს, უდიდეს უმრავლესობასთან მიმართებაში არის კონკრეტული პროექტები, კონკრეტული განაცხადები, რომლებიც განხილვის პროცესშია”, – განაცხადა მინისტრმა.
თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე უკანონოდ მცხოვრები პირების გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს.
შენობა ავარიულია და მე-4 კატეგორიას მიეკუთვნება. სამხარაულის ექსპერტიის დასკვნით, დაზიანებულია მზიდი კედლები და აუცილებელია მისი დემონტაჟი.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi