სამშაბათი, მარტი 25, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალირა დეტალები ხდება ცნობილი თაღლითური სქემის შესახებ

რა დეტალები ხდება ცნობილი თაღლითური სქემის შესახებ

სატელეფონო ზარით თაღლითებმა საკუთარ მახეში ათობით ადამიანი გააბეს, თუმცა სქემა უკვე გაშიფრულია: ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოქალაქეებს ტელეფონზე ურეკავენ და ატყობინებენ, რომ მისი ოჯახის წევრი ავარიაში მოყვა. ე.წ. გამომძიებელი პრობლემის მოგვარების სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვს.

შოკისმომგვრელი ინფორმაციის მოსმენის შემდეგ სატელეფონო ზარის ადრესატი შეთავაზებას თანხმდება. რამდენიმე წუთში კი მის კარზე ე.წ. კურიერი ფულის წასაღებად აკაკუნებს. მოგვიანებით ირკვევა, რომ ახლობელი, რომელიც ვითომ ავარიაში მოყვა, სინამდვილეში საკუთარ სახლში, სრულიად ჯანმრთელი იმყოფება, სატელეფონო ზარის ავტორი კი გამომძიებლის ნაცვლად თაღლითი აღმოჩნდა.

სატელეფონო თაღლითები მსხვერპლებს არწმუნებდნენ, რომ მათთან საუბრის მომენტში სხვასთან კომუნიკაცია არ ჰქონოდათ. ეს დრო საკმარისი იყო იმისთვის, რომ სამიზნე ობიექტთან ე.წ. კურიერი მისულიყო და დიდი ოდენობით ფული არარსებული პრობლემის მოგვარების მიზნით წაეღო.

ე.წ. ფულის გადამტანები, ახლა განსასჯელის სკამზე სხედან. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულების პირისპირ მათ არაფერი უთქვამთ, თუმცა ბრალდებულები თავად მსხვერპლებმა ამოიცნეს და დეტალურად ისაუბრეს, თუ როგორ გამოსძალეს მოტყუებით დიდი ოდენობით თანხა.

თაღლითური სქემა მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც ერთ-ერთმა დაზარალებულმა შვილის ავარიის შესახებ ინფორმაცია საეჭვოდ მიიჩნია. თაღლითებთან სატელეფონო საუბრის პარალელურად, მეზობელს პოლიციის გამოძახება სთხოვა. რამდენიმე წუთში კი კორპუსთან სამართალდამცველებმა, ადგილზე ფულის წასაღებად მისულ ე.წ. კურიერს, ჩასაფრება მოუწყვეს.

ოთხი ბრალდებულიდან სამი რუსეთის, ერთი კი საქართველოს მოქალაქეა. ადვოკატები ამბობენ, რომ მათ დანაშაულებრივი სქემის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და ადგილიდან მხოლოდ ფულის გადატანა ევალებოდათ. ვისთან მიჰქონდათ ამანათი? ამას უფლებადამცველები ვერ აკონკრეტებენ. ამბობენ, რომ დამკვეთს დიდი ოდენობით თანხას ჩასარიცხი აპარატების მეშვებით ურიცხავდნენ.

ეს მხოლოდ ადვოკატების ვერსიაა. პროკურორი კი “კურიერი P.S.-თან” ამბობს, რომ ბრალდებულები თავად იყვნენ თაღლითური სქემის ორგანიზატორები და მსხვერპლების ოჯახებიდან თანხაც თავადვე გამოჰქონდათ. ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ე.წ. კურიერების დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობას ადასტურებს.

თაღლითური სქემით თბილისში 50-ზე მეტი დაზარალებულია. ზიანი კი 1 მილიონს აჭარბებს. თავად განსასჯელის სკამზე მჯდომი ბრალდებულები ახლა მოსამართლის განაჩენს ელოდებიან. მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

25 March, 2025
ტკიპებისაგან თავდაცვის საშუალებები

ტკიპებისაგან თავდაცვის საშუალებები

მარტი 25, 2025
მსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი ინტერიერის შესახებ

მსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი ინტერიერის შესახებ

მარტი 24, 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ მოვამზადოთ ყველასათვის საყვარელი შოკოლადის მაფინები

როგორ მოვამზადოთ ყველასათვის საყვარელი შოკოლადის მაფინები

მარტი 24, 2025
ქალ მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 2025 – მედიაჰოლდინგი “შენი” დგას ქართული წარმოების გვერდით

ქალ მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 2025 – მედიაჰოლდინგი “შენი” დგას ქართული წარმოების გვერდით

მარტი 24, 2025
ბუდაპეშტის ღირშესანიშნაობები, რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ

ბუდაპეშტის ღირშესანიშნაობები, რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ

24 მარტი 2025
ისანში, ნავთლუღსა და მეტრომშენში 12 000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა — თბილისი ენერჯი

ისანში, ნავთლუღსა და მეტრომშენში 12 000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა — თბილისი ენერჯი

მარტი 25, 2025
Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი