თბილისი თანამედროვე ფოტოგრაფიის მთავარ პლატფორმად 2–6 მაისს გადაიქცევა — წელს ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი ფოტო“ უკვე 24-ედ ჩატარდება და ქალაქს საერთაშორისო და ადგილობრივი გამოფენებით, კონკურსებითა და საგანმანათლებლო პროგრამებით აავსებს.
ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით ტარდება და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, როგორიცაა საერთაშორისო ფოტოკონკურსი, თემატური გამოფენები, ვორქშოფები და ლექციები ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე. ღონისძიება მიზნად ისახავს როგორც ქართული ფოტოგრაფიის პოპულარიზაციას, ასევე ახალგაზრდა ფოტოხელოვანების აღმოჩენასა და ხელშეწყობას.
2025 წლის კონკურსზე 600-მდე მონაწილემ 820 ფოტო პროექტი წარადგინა. გამარჯვებულების დაჯილდოება 2 მაისს, 19:30 საათზე „ქოლგა თბილისი ფოტო“-ს ოფიციალურ გახსნაზე გაიმართება. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი და მობილური ერთი კადრი.
ფოტოკვირეულის ფარგლებში დაგეგმილია:
- გამოფენები ცნობილი ფოტოგრაფების მონაწილეობით;
- საგანმანათლებლო ვორქშოფები და ლექციები ქართული და უცხოური გამოცდილების პროფესიონალებისგან;
- პორტფოლიოს განხილვის სესიები დამწყები ფოტოგრაფებისთვის;
- თემატური პერფორმანსები და ინსტალაციები თანამედროვე ხელოვნების სივრცეებში.
ფესტივალის პროგრამა:
2 მაისი 19:30 | ფოტოკონკურსი ქოლგა 2025, გახსნის ცერემონია. მუსიკალური მასპინძელი “Tape Visitors” | ფექტორი თბილისი, დავით ბაქრაძის ქ. N3.
3 მაისი 10:00 | პორტფოლიოს განხილვის სესია: ჩარლზ ფორდი, ჯაილზ კლარკი, ბაირონ სმითი, ანდრეს ბირგერი | დიზაინის ინსტიტუტი, დიმიტრი უზნაძის ქ. 82.
3 მაისი 13:00 | ანდერს ბირგერის ვორქშოფი: A workshop on your future |დიზაინის ინსტიტუტი, დომიტრი უზნაძის ქ. 82.
3 მაისი 18:00 | ჩარლზ ფორდი, გამოფენა: Fleeting Narratives: Street Photos 80s-90s | გალერეა ფოტოატელიე, პავლე ინგოროყვას ქ. 14.
3 მაისი 19:00 | მარიო ლასალანდრა, გამოფენა: Poets, Masks, Actors, Ghosts. Photographs from 1962 – 2017 | მარიო ლასალანდრას სურეალისტური პერფორმანსი1„ ს „მაჯიკოს“ ირაკლი ნასიძისეული რეინტერპრეტაცია რინა ჩერნაიას მონაწილეობით — ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი | შოთა რუსთაველის გამზ. 27.
4 მაისი 11:30 | ოთარ ყარალაშვილისა და ანდრეას ოეტკერ-კასტის ხელმძღვანელობით ფოტოწიგნის ვორქშოფი |დიზაინის ინსტიტუტი, დიმიტრი უზნაძის ქ. 82.
4 მაისი 12:00 | ჩარლზ ფორდის სამუშაო შეხვედრა: ქუჩის ფოტოგრაფია – მოულოდნელის მოხელთება გაიმართება |დიზაინის ინსტიტუტი, დიმიტრი უზნაძის ქ. 82.
4 მაისი 18:00 | ბაირონ სმიტი, გამოფენა: Testament ‘22 | ვასილ პეტრიაშვილის ქ. 1.
4 მაისი 18:00 | ზურაბ არაბიძე, გამოფენა: მომაკვდინებელი დუმილი|ვასილ პეტრიაშვილის ქ. 1.
5 მაისი 18:00 | Byron Smith ლექცია: Focal Points: Navigating Narratives through Photographs | თიბისი კონცეპტის მულტიფუნქცუიური სივრცე | კოტე მარჯანიშვილის ქ. 7.
5 მაისი 19:00 | Giles Clarke, ლექცია: Covering the Civilian Cost of Conflict | თიბისი კონცეპტის მულტიფუნქცუიური სივრცე | კოტე მარჯანიშვილის ქ. 7.
6 მაისი 18:00 | ანა ყაჭეიშვილი, გამოფენა: LOST HIGHWAY – Art Conference Tbilisi | გიორგი წერეთლის გასასვლელი 4.
6 მაისი 19:00 | თაკო რობაქიძე, National Geographic საქართველო – პანკისის ხეობის ხმები – მელიკ აზარიანცის სახლი |შოთა რუსთაველის გამზ. 37.
„ქოლგა თბილისი ფოტო“ 2002 წლიდან ფუნქციონირებს და წარმოადგენს ფოტოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და გავლენიან ფესტივალს რეგიონში.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია