რა ბედი ელის „ჩემი ცოლის დაქალებს“ – ვიხილავთ თუ არა ახალ სეზონს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ტელეკომპანია „ფორმულა“ თებერვლისა და მარტის განმავლობაში ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის გახდება. ფორმატის ცვლილების გამო, გარკვეული გადაცემები აღნიშნულ ტელეარხზე აღარ გავა.

რა ბედი ელის სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებს“, რომლის მე-19 სეზონიც პარასკევს სრულდება და როდის დაბრუნდება ის ახალი სეზონით ტელესივრცეში – „ფორტუნა“ სერიალის პროდიუსერს, ირაკლი საღინაძეს ესაუბრა:

„ჩემი ცოლის დაქალების“ მე-20 სეზონს აუცილებლად ვიხილავთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ არ ვიცით როდის.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე პაუზა იქნება, არხი აქცენტს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუებზე და ნიუსზე აკეთებს, აქედან გამომდინარე, ის მწირი რესურსი, რომელიც გვაქვს, სწორედ აქეთ მიემართება ბოლომდე, შესაბამისად, დანარჩენი კონტენტი, მათ შორის „ჩემი ცოლის დაქალებიც“ კომერციულ საწყისებზე იქნება.

- Advertisement -
Ad imageAd image

უნდა მოხერხდეს მათი დაფინანსების მოძიება, ამაზე მუშაობა დაწყებულია. ზუსტი ვადები არ ვიცით, მაგრამ სერიალი არ დასრულდება, რაღაც პაუზის შემდეგ აუცილებლად გაგრძელდება. მე-20 სეზონის დაწყება მარტიდან გვქონდა დაგეგმილი“, – უთხრა ირაკლი საღინაძემ „ფორტუნას“.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). რა ბედი ელის „ჩემი ცოლის დაქალებს“ – ვიხილავთ თუ არა ახალ სეზონს. 1 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/რა-ბედი-ელის-ჩემი-ცოლის-დ/

  საქართველოში გაზაფხულზე მოგზაურობა ყველაზე მაგიურია - 5 ნაკლებად ცნობილი ადგილი, რომელიც გაზაფხულზე უნდა ნახოთ
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi