ფსორიაზი – არაინფექციური ქრონიკული დაავადება, რომელიც აზიანებს კანის საფარს.
ფსორიაზი კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომლის მსუბუქი თუ მწვავე ფორმები მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 2-3%-ს მაინც გამოუცდია. ის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ არის, თუმცა პაციენტებს დიდ დისკომფორტს უქმნის და მნიშვნელოვნად აუარესებს მათი ცხოვრების ხარისხს. გარდა ამისა, საფუძვლის არარსებობის მიუხედავად, საზოგადოების ნაწილს სჯერა, რომ დაავადება გადამდებია. შესაბამისად, ფსორიაზით დაავადებულთა მიმართ ჯერ კიდევ ძლიერია სტიგმა.
დაავადების წარმოშობის კონკრეტული მიზეზები დადგენილი არ არის, თუმცა ექიმები თვლიან, რომ ეს შეიძლება იყოს:
· სტრესი, ნეგატიური ემოციური მდგომარეობა;
· ენდოკრინული პათოლოგიები;
· მემკვიდრეობა;
· იმუნური სისტემის დაქვეითება.
რა იწვევს დაავადებას და როგორია მისი რისკ-ფაქტორები?
მართალია, ჩვენთვის ფსორიაზის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სპეციალისტები გამოყოფენ რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც მისი განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. გააგრძელეთ კითხვა