შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისირატომ შემცირდა პარკირების ჯარიმები თბილისში — ფაქტები და ციფრები

რატომ შემცირდა პარკირების ჯარიმები თბილისში — ფაქტები და ციფრები

თბილისში პარკირების ჯარიმების რაოდენობა 2025 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვნად შემცირდა.
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში არასწორი პარკირებისთვის ჯარიმებმა 1 932 071 ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2024 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 4 403 616 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, პარკირების ჯარიმები წინა წელთან შედარებით 56%-ით არის შემცირებული.

გარდა ამისა, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც დაკლებულია. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტში 38 702 890 ლარი შევიდა, მაშინ როდესაც 2024 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 52 698 780 ლარი იყო.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმის ოდენობა გაიზარდა და 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარი შეადგინა.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  „თუ ფუტკარი გაქრება დედამიწის ზურგიდან, ადამიანს ოთხი წელიც არ დასჭირდება გასაქრობად“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი