რატომ ეშინიათ ძლიერ ზვიგენებს დელფინების?

ავტორი
3 წუთიანი წაკითხვა

ზვიგენებს დელფინების პანიკურად ეშინიათ…
დიახ, მრისხანე ზვიგენებს იმ დელფინების ეშინიათ, რომლებიც დელფინარიუმებში რგოლებში ხტებიან და ადამიანებს ართობენ.

ამის მიზეზი ისაა, რომ დელფინებს ევოლუციის პროცესში განუვითარდათ ისეთი თვისებები, რომლებიც არასასიამოვნო მეტოქეებად აქცევთ.

ზვიგენები მარტო ნადირობენ. ისინი ჩუმად მიპარვას, მოულოდნელად შეტევას და გამარჯვებას არიან მიჩვეულები.
დელფინები კი პირიქით – გუნდურად მოქმედებენ. ისინი ჯგუფურად დაცურავენ და კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი აქვთ. თუ შემთხვევით ზვიგენი მათ ტერიტორიაზე აღმოჩნდა და რომელიმე დელფინზე თავდასხმა სცადა, დანარჩენები მაშინვე თანამოძმის დასახმარებლად მივლენ და მტაცებელს ყველა მხრიდან შეუტევენ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ბრძოლის ტაქტიკა – არა მარტო კბილები, არამედ ჭკუაც

- Advertisement -
Ad image

ზვიგენები ფიზიკურად ძლიერები არიან, მაგრამ დელფინები ჭკუით და მოქნილობით იმარჯვებენ. მათი მთავარი იარაღია სისწრაფე, მოხერხება და საჭირო დროს ძლიერი დარტყმები.

დელფინები 50 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებენ – მათი დაჭერა ადვილი არაა.

დელფინებმა ზუსტად იციან, სად დაარტყან – ძლიერმა დარტყმამ გვერდში შეიძლება შინაგანი ორგანოების დაზიანება გამოიწვიოს, მით უმეტეს, რომ ზვიგენი დელფინივით სწრაფად და მოქნილად ვერ მოძრაობს, ამიტომ გაქცევა ყოველთვის არ გამოსდის.

დელფინების მეორე საბრძოლო ტაქტიკა ქვემოდან ზემოთ, მუცლის არეში შეტევაა და ეს ისეთი მტკივნეულია, რომ ბევრი ზვიგენი ბრძოლის გაგრძელებას ვერ ახერხებს.

ამასთან, დელფინები იმაზე გაცილებით ძლიერები არიან, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მათი სხეული მოქნილი და ღონიერია, ხოლო კუდი – ნამდვილი იარაღია. კუდის ერთი ძლიერი მოქნევა საკმარისია, რომ ზვიგენს სერიოზული ტრავმა მიაყენოს.

გონიერება და კოორდინაცია

დელფინები არა მარტო შესანიშნავი მოცურავეები, მშვენიერი მზვერავებიც არიან.

მათი მთავარი ინსტრუმენტი ექოლოკაციაა. მისი დახმარებით, დელფინი ზვიგენს შორიდან ამჩნევს და მეგობრებს ინფორმაციას აწვდის. ამის შემდეგ დელფინები გუნდად იკრიბებიან და ერთად უტევენ.

წარმოიდგინეთ მარტოხელა დელფინზე მონადირე ზვიგენი, რომელსაც ხუთიოდე წამში გარშემო ათი გაბრაზებული დელფინი არტყამს წრეს. ამ შემთხვევაში გამარჯვების შანსი ნულია.

  რატომ არ შეიძლება წყევლა – დეკანოზის ქადაგება, რომელიც ყველა ქრისტიანმა უნდა წაიკითხოს

ზვიგენს გარისკვა არ უყვარს ის უკიდურესად იშვიათად ესხმის თავზე მსხვერპლს თუ მოწინააღმდეგე ძლიერია, რატომ უნდა გარისკო, თუ შეიძლება გაცილებით ადვილი მსხვერპლი ნახო?

სწორედ ამიტომ ზვიგენები იშვიათად ესხმიან თავს ადამიანებსაც – ჩვენ უცნაური „ნადავლი“ ვართ და შეიძლება კბილიც გაიფუჭონ.

დელფინიც არაპროგნოზირებადი და საფრთხის შემცველი არსებაა, ამიტომ ზვიგენების უმეტესობა დელფინების დანახვისას უკან იხევს. რატომ გარისკოს, როცა ოკეანე იოლი ნადავლით სავსეა?

რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს – მაგალითად, ახალგაზრდა, გამოუცდელი ზვიგენი შეიძლება მარტოხელა დელფინის დანახვამ აცდუნოს. საკმარისია დანარჩენმა დელფინებმა საფრთხე შეამჩნიონ, რომ ნადირობა სწრაფად, ზვიგენისთვის საკმაოდ უსიამოვნოდ მთავრდება.

ერთად ნადირობა

ზოგჯერ ზვიგენები და დელფინები თანამშრომლობენ, მაგალითად, როცა თევზების დიდ გუნდზე ერთდროულად ნადირობენ – დელფინები თევზებს ერთ კუთხეში იმწყვდევენ, ზვიგენები კი ქვემოდან თავს ესხმიან. ყველა თავის წილს იღებს და არავინ არავის ერჩის.

ზოგჯერ ზვიგენები დელფინებს უკან მიჰყვებიან, რადგან ისინი თევზს უკეთ პოულობენ.

რა თქმა უნდა, ასეთი თანამშრომლობის გამო ზვიგენები და დელფინები მეგობრები არ ხდებიან – თუ დელფინებმა საფრთხე იგრძნეს, თანამშრომლობა მაშინვე წყდება.

ვინ იმარჯვებს?

თუ მხოლოდ ზომით და ძალით ვიმსჯელებთ, ზვიგენი, რომელიც ზომითაც უფრო დიდია და კბილებიც უფრო ძლიერი აქვს, დელფინთან ერთი ერთზე აუცილებლად გაიმარჯვებს.
მაგრამ თუ ბრძოლის ტაქტიკას, ინტელექტს და გუნდურ მუშაობას გავითვალისწინებთ, დელფინები გაცილებით ძლიერები არიან.

ასე რომ, ამ საზღვაო ომში გამარჯვებული არ არსებობს – ზღვის ეკოსისტემაში ორივეს თავისი როლი აქვს.

წყარო

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. რატომ ეშინიათ ძლიერ ზვიგენებს დელფინების? [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 10]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%94%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%90%e1%83%97-%e1%83%ab%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0-%e1%83%96%e1%83%95%e1%83%98%e1%83%92/
sheniekimi.ge/ambebi
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ექიმი — კლინიკები და ტრიაჟი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.