როგორც ცნობილია, საფრანგეთი ღვინის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორია და ამ ქვეყანაში ღვინოს უდიდეს პატივს სცემენ. გასაკვირი ფაქტია, მაგრამ საფრანგეთში სკოლებში ბავშვებს რთავდნენ ნებას, შესვენებებზე ღვინო დაელიათ.
მიიჩნეოდა, რომ ალკოჰოლი კარგად აცხელებს და კლავს მიკრობებს. ამიტომ, ბავშვებს შორის ავადმყოფობები რომ შეემცირებინათ, ალკოჰოლს იშველიებდნენ. მე-20 საუკუნის ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს დღეში 4 ჭიქამდე სასმლის დალევის უფლება ჰქონდა: სიდრის, ღვინის ან ლუდის. რა თქმა უნდა, სასმელს წყლით აზავებდნენ, რომ ბავშვებს ყელი არ ჩასწვოდათ და მშვიდად დაელიათ. ყველა შესვენებაზე სასადილოებში თბილ სასმელს არიგებდნენ, ჩაისა და კომპოტის ნაცვლად.

მოგვიანებით, მასწავლებლებმა დაიწყეს ჩივილი ბავშვების ქცევასთან დაკავშირებით: ისინი კარგავდნენ კონტროლს, გაკვეთილებზე იძინებდნენ და საერთოდ არ აინტერესებდათ არაფერი. ნელ-ნელა ზოგიერთი სკოლის დირექტორმა აკრძალა სპირტიანი სასმელის დარიგება მოსწავლეებისთვის.
თუმცა მშობლებს ეს არ მოსწონდათ, რადგან სჯეროდათ, რომ ამ “პროფილაქტიკის” გარეშე ბავშვები ავად გახდებოდნენ. ამიტომ ისინი ბავშვებს სადილის კალათაში უდებდნენ ღვინის ბოთლს. ხოლო თუ სკოლაში საკუთარი სასმელის დალევაც იკრძალებოდა, მაშინ ბავშვებს დილას, საუზმის დროს ასმევდნენ.
1956 წელს პრემიერ-მინისტრმა მიიღო კანონი, რომელიც 14 წელზე უმცროს ბავშვებს სკოლაში ალკოჰოლის მიღებას უკრძალავდა.

სასკოლო და საუნივერსიტეტო ჯანდაცვის ნაციონალურმა საკონსულტაციო კომიტეტმა კვლევაც კი ჩაატარა, თუ რა გავლენას ახდენდა ალკოჰოლი მიღება მოსწავლეებზე და ცუდი ვერაფერი აღმოაჩინა. შედეგად დაადგინეს, რომ აკრძალვა არ იყო გონივრული, თუმცა ბრძანება არავის გაუუქმებია.
ბავშვების მიერ ალკოჰოლის გამოყენებაზე საბოლოოდ მხოლოდ 30 წლის შემდეგ თქვეს უარი. 1981 წელს პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც ერთადერთ დასაშვები სასმელი ბავშვებისთვის სკოლაში წყალი იყო.
ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი


