ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმირატომ არ უნდა მივირთვათ ტარხუნა ცოცხლად - რას ვნებს ეს არომატული სანელებელი

რატომ არ უნდა მივირთვათ ტარხუნა ცოცხლად – რას ვნებს ეს არომატული სანელებელი

ტარხუნა შეიცავს უამრავ ვიტამინსა და მინერალს, მაკრო და მიკრო ელემენტებს. შეიცავს რკინასა და მანგანუმს, რაც აღემატება დღიური ნორმის რაოდენობას. რაციონში მისი დამატება ამცირებს რკინადეფიციტური ანემიისა და ალცჰაიმერის დაავადების რისკს. ტარხუნის წყალობით შენარჩუნებულია ჰემოგლობინის ნორმალური დონე. მანგანუმი ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას და მონაწილეობს უმეტეს მეტაბოლურ პროცესში. თუმცა ტარხუნას აქვს თავისი უარყოფითი თვისებები. დიდი დოზით მიღება არაფრის ვარგა, მათ შორის არც ამ არომატული სანელებლის. მისი მიღება ეკრძალებათ ორსულებს (ზრდის საშვილოსნოს ტონუსს და აბორტის პროვოცირებას ახდენს), მეძუძურ დედებს, თუ ნაღვლის ბუშტში კენჭები გაქვთ, უჩივით გასტრიტს, კუჭის მჟავიანობასა და წყლულებს, ალერგიული ხართ მცენარეებზე…

რა სახით უნდა მივიღოთ ტარხუნა? შეიძლება გაოცდეთ, მაგრამ როგორც ექიმი ამბობს, მისი ცოცხლად მიღება მავნეა…

ექიმი ნუტრიციოლოგი ჯაბა ტყემალაძე სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე (ჯაბა ექიმი გირჩევთ) პროდუქტებთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაციებს და რჩევებს აქვეყნებს ხოლმე. ამჯერად ექიმი ტარხუნის უარყოფით თვისებებზე წერს.

ჯაბა ტყემალაძე: ტარხუნა აბზინდას სახეობაა, მაგრამ აქვს სასიამოვნო გემო და არომატი. ეს მცენარე შეიცავს ფენოლ მეთილხავიკოლს, რომელიც ორგანიზმისთვის საშიშად ითვლება. ამ ნივთიერების გამოყენებისას აღინიშნება ზრდის ჰორმონის აქტივობა და ნეოპლაზიების განვითარება. ამიტომ, ტარხუნამ უნდა გაიაროს ხანგრძლივი თერმული დამუშავება, როგორც ჩაქაფულის დამზადების რეცეპტში. დაბალ ცეცხლზე 2-საათიანი ჩაშუშვის პროცესში თითქმის ყველა მავნე ნივთიერება აორთქლდება.

უმმა ტარხუნამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის კენჭის ჩამოყალიბება, გააღიზიანოს კუჭი და თორმეტგოჯა ნაწლავი. მისი ტოქსიკური ნივთიერებები ააქტიურებს ორგანიზმის დიურეზულ თვისებებს და თუ თირკმელებში დიდი კენჭია, პროვოცირებას უკეთებს მის დაძვრას.
ეს სანელებელი მკაცრად არ შეიძლება ორსულ და მეძუძურ ქალებისთვის, თუნდაც მცირე რაოდენობით. მეთილხავიკოლის გარდა ტარხუნა შეიცავს კიდევ ერთ საშიშ ნივთიერებას – ტუიონს. ის უარყოფითად მოქმედებს ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობაზე და შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა ან უბრალოდ სპონტანური აბორტი. გარდა ამისა, ტუიონი უარყოფითად მოქმედებს დედის რძის გამომუშავებაზე.
ნედლმა ტარხუნამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება გონების დაკარგვა და კრუნჩხვები.

  "არ აქვს მნიშვნელობა "ღორის გრიპი" გაქვთ თუ B ტიპის ვირუსი, ორივეს იდენტური ჯანმრთელობის რისკები აქვს" - ივანე ჩხაიძე
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი