ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიიურისტირატომ არ მუშაობს Wi-Fi სახლის ყველა ნაწილში კარგად - ექსპერტების განმარტება

რატომ არ მუშაობს Wi-Fi სახლის ყველა ნაწილში კარგად – ექსპერტების განმარტება

შეგიმჩნევიათ, რომ ზოგჯერ თქვენი ლეპტოპი, პლანშეტი ან ტელეფონი  Wi-Fi ქსელში თქვენი სახლის გარკვეულ ზონებში ვერ ერთვება. ასეთ ზონებს “მკვდარ ზონებს” უწოდებენ, რადგან იქ სიგნალი ქრება. თუმცა, როგორც ირკვევა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენა საკმაოდ გავრცელებულია, მისი გამოსწორება შესაძლებელია.

“მკვდარი ზონები ჩვეულებრივ ჩნდება Wi-Fi როუტერისგან მოშორებით ყოფნის, კედლებისა და ავეჯის ბარიერების, სხვა ელექტრონული მოწყობილობების ჩარევის, როუტერის არასწორი მდებარეობის ან ამ ფაქტორების კომბინაციის შედეგად”, – ამბობს CNET-ის ჭკვიანი სახლებისა და ქსელების ექსპერტი დჰრუვ ბჰუტანი.

როგორ აღმოვაჩინოთ Wi-Fi-ის “მკვდარი” ზონები?

სპეციალისტები გთავაზობენ სიჩქარის ტესტის ჩატარებას.
“მკვდარი ზონის დადგენის საუკეთესო გზა – ეს სიჩქარის ტესტის ჩატარებაა. ტესტის შემდეგ თქვენ მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა ჩამოტვირთვისა და ატვირთვის სიჩქარე, ცვალებადობა და შეფერხება. საკმარისია ტელეფონი ჩართოთ იმ ზონაში, რომელიც შესაძლოა “მკვდარია”, და იქ ჩაატაროთ ტესტი”, – განმარტა CNET-ის წამყვანმა რეპორტიორმა ინტერნეტის თემაზე, ჯო სუპანმა.

ასევე, გაიარეთ სახლში და შეამოწმეთ კავშირი იმ ადგილებში, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. თუ რომელიმე ზონაში სიჩქარე მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ნაწილებს, დიდი შანსია, რომ იქ “მკვდარ” ზონასთან გაქვთ საქმე.

სპეციალისტები ასევე გვირჩევენ ქსელის რუკის შექმნას. ბჰუტანი გირჩევთ გამოიყენოთ NetSpot და Fing აპლიკაციები, რომლებიც ხელმისაწვდომია Android-სა და iOS-ზე.

“აირჩიეთ აპლიკაცია და გაიარეთ სახლში, რათა შეამოწმოთ კავშირი. აპლიკაციაში უნდა მოძებნოთ სექცია, რომელიც აჩვენებს სიგნალის სიმძლავრეს”, – აღნიშნულია სტატიაში.

ამ მონაცემების აღნიშვნა ხშირად ხდება როგორც RSSI – მიღებული სიგნალის სიმძლავრის ინდიკატორი. ეს იზომება დეციბელ-მილივატებში (დბმ), და რაც უფრო ახლოსაა ნულთან, მით უკეთესი.

“თუ ინდიკატორი აჩვენებს -30 დბმ-ს, ეს ნიშნავს ძლიერ Wi-Fi სიგნალს, ხოლო -70–დან -80 დბმ-მდე უკვე სუსტი სიგნალია. თუ მაჩვენებელი უფრო დაბალია, დიდი ალბათობით, სიგნალი გამოუსადეგარია”, – ამბობს ბჰუტანი.

რატომ ჩნდება”მკვდარი” ზონები

ფიზიკური ბარიერები დიდ როლს თამაშობენ. რაც უფრო მეტი კედელია, განსაკუთრებით სქელი კედლები, თქვენს Wi-Fi როუტერსა და მოწყობილობებს შორის, მით სუსტია სიგნალი. დიდი ავეჯი, მეტალის ტექნიკა, სხვა Wi-Fi მოწყობილობები და თუნდაც აკვარიუმები, ასევე შეუძლიათ შთანთქან ან დაბლოკონ Wi-Fi სიგნალი, – აცხადებენ CNET-ში.

  გემრიელი კერძები ბიუჯეტურად – ხრიკები და რეცეპტები

სხვა შესაძლო მიზეზები
მდებარეობა

Wi-Fi როუტერის მდებარეობაც ძალზე მნიშვნელოვანია.
თუ მას მოათავსებთ ტელევიზორის თაროს ქვეშ, შესაძლოა ეს ესთეტიკურად კარგი გადაწყვეტილება იყოს, მაგრამ შედეგად “მკვდარი” ზონები გაჩნდება.
სუპანი გვირჩევს როუტერის განთავსებას სახლის ცენტრალურ ნაწილში, კედლებისგან მოშორებით და იატაკიდან რამდენიმე ფუტის სიმაღლეზე.

ანტენების კორექტირება

თუ თქვენს როუტერს აქვს მოძრავი ანტენები, სცადეთ მათი პოზიციის შეცვლა და დააკვირდით, გაუმჯობესდა თუ არა სიგნალი.
სპეციალისტები გირჩევენ, ანტენები სხვადასხვა მიმართულებით მიმართოთ, რათა უზრუნველყოთ უკეთესი სიგნალი ყველა მოწყობილობისთვის.

გადატვირთვა
ეს ხშირად ტექნიკური მხარდაჭერის პირველი რეკომენდაციაა.
როუტერის გადატვირთვა – მარტივი, მაგრამ ეფექტური ნაბიჯია პრობლემების აღმოსაფხვრელად.
ისევე როგორც კომპიუტერისთვის ან ტელეფონისთვის, როუტერსაც  სჭირდება პერიოდული გადატვირთვა, რათა გაიწმინდოს ქეში, გამოსწორდეს ხარვეზები და განახლდეს პროცესები.
გადატვირთვისთვის უბრალოდ გამორთეთ როუტერი ქსელიდან, დაელოდეთ 30 წამს და კვლავ შეაერთეთ.

ქარხნულ პარამეტრებზე დაბრუნებათუ გადატვირთვამ არ უშველა, სცადეთ როუტერის ქარხნულ პარამეტრებზე დაბრუნება.

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.