ოთხშაბათი, ივლისი 17, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიასტროლოგიარატომ არის 29 იანვარი განსაკუთრებული თარიღი – რას ამბობენ ასტროლოგები

რატომ არის 29 იანვარი განსაკუთრებული თარიღი – რას ამბობენ ასტროლოგები

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ჩვენი ოცნებები უფრო მკაფიო ფორმას იძენს ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც პლანეტა მერკური თევზების თანავარსკვლავედში შედის. ამ დროს ინსტინქტები და ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერია. თევზები ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე და ემოციური ნიშანია. ოცნება განსაკუთრებით უყვარს და გონებაში ასრულების ბევრი სხვადასხვა სცენარი აქვს წარმოდგენილი. ხოლო, როდესაც მის თანავარსკვლავედში პლანეტა მერკური შედის, გლობალური ცვლილებების დრო დგება. ადამიანებს დამატებითი შანსი და შესაძლებლობა ეძლევათ, რომ სანუკვარი ოცნებები აისრულონ და რაღაცები უკეთესობისაკენ შეცვალონ.

ამ კუთხით, 2024 წლის 29 იანვარი განსაკუთრებული თარიღია. პლანეტა მერკური თევზების თანავარსკვლავედში სწორედ ამ დღეს შედის. შესაძლოა, 29 იანვარს გაზრდილი ენერგია და მოტივაცია იგრძნოთ და თქვენს ცხოვრებაში მოხდეს რაღაც, რაც ოცნებებთან, სანუკვარ მიზნებთან ისე დაგაახლოვებთ, როგორც არასდროს. მოაგვაროთ ის, რაც დიდი ხანია, გაწუხებთ, საბოლოოდ დაასრულოთ საქმე, რომელიც ადრე წამოიწყეთ, შეხვდეთ განსაკუთრებულ ადამიანს, რომელიც ასევე თქვენს ოცნებებსა და სურვილებს უკავშირდება…

ყურადღება მხოლოდ საკუთარ თავსა და სურვილებზე უნდა გაამახვილოთ. 29 იანვარს რაიმე საქმის წამოწყება, ახალი ცოდნის მიღება, კურსებსა და მასტერკლასებზე დარეგისტრირება ყველაზე სასარგებლოა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, წარმატების გაცილებით მეტი შანსი გექნებათ.

თუმცა, ამ დღეს შესაძლოა, კომუნიკაცია გართულებული იყოს და მცირე კამათიც კი დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამიტომაც, ასტროლოგები გირჩევენ, რომ თუკი 29 იანვარს მოლაპარაკებები, საქმიანი შეხვედრები გაქვთ დაგეგმილი, შეეცადეთ, გადადოთ, ან კომუნიკაციისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ.
წყარო: beamounde.ge
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
5 მიმართულება, რომელსაც ადგილობრივები იაპონიაში მოსანახულებლად გვირჩევენ

5 მიმართულება, რომელსაც ადგილობრივები იაპონიაში მოსანახულებლად გვირჩევენ

15 July, 2024
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ

ივლისი 16, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი