რატომ არის ღვინის ბოთლების მოცულობა ყოველთვის 750 ml და არა 1 ლიტრი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

იცოდით, რატომ არის ღვინის ბოთლების მოცულობა ყოველთვის 750 მილილიტრი და არა 1 ლიტრი? შეიძელბა ეს კითხვა თქვენც გაგჩენიათ და პასუხს დღევანდელ სტატიაში იპოვით.

ღვინის ბოთლის მოცულობასთან დაკავიშირებით “ფეისბუქის” მომხმარებელი მიხეილ სამხარაძე პოსტს ავრცელებს, სადაც მისი წარმოშობის ისტორიას განმარტავს:

ალბათ, თქვენც დაფიქრებულხართ, თუ რატომ არის ღვინის ბოთლების მოცულობა 750 მილილიტრი და არა 1 ლიტრი. ამას ძალიან საინტერესო და პრაქტიკული ახსნა ჰქონია. ეს სტანდარტი მე-19 საუკუნიდან მოგვყვება და ისტორიული გამოცდილება უდევს საფუძვლად.

ფრანგული ღვინის მწარმოებლების უმთავრესი კლიენტები ინგლისელები იყვნენ. თუმცა, ინგლისსა და საფრანგეთში სითხის მოცულობის სხვადასხვა საზომ სისტემას იყენებდნენ: საფრანგეთში – ლიტრებს, ინგლისში – იმპერიულ გალონებს. ერთი იმპერიული გალონი უდრის დაახლოებით 4.5 ლიტრს (ოდნავ მეტს 4.54609).

- Advertisement -
Ad imageAd image

იმისთვის, რომ მოლაპარაკებების დროს კალკულაცია გაემარტივებინათ, ღვინო ბორდო გადაჰქონდათ 225 ლიტრიანი კასრებით, რაც არის 50 გალონი, ანუ ზუსტად 300 ცალი ბოთლი (750 მლ.).

დათვლა მარტივდებოდა: 225 ლიტრი = 50 გალონი = 300 ბოთლი

ამგვარად: 1 იმპერიული გალონი = 6 ბოთლი

დღესაც კი ტრანსპორტირებისას ღვინის ერთ ყუთში დევს 6 ან 12 ბოთლი, 1 ან 2 იმპერიული გალონი

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). რატომ არის ღვინის ბოთლების მოცულობა ყოველთვის 750 ml და არა 1 ლიტრი. 14 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რატომ-არის-ღვინის-ბოთლებ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi